[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

AutoSharing Option
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ
ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 79 /
როდემდე უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას,ყოველ წელს უარესობაა.
DDD
13 ივლისი 2017 20:05
0
მახსოვს აქ ერთი კაცი წერდა მაგ ფულის 10% საკმარისია ქართული ფეხბურთი მომგებიანი რო გახდესო და პროგრამაც მიაწოდა ფედერაციას. თანაც გარანტიას იძლეოდა თუ არ გაამართლებს დიდ ჯარიმას გადავიხდიო. ადრე მუჯირი უვარჯიშებია იმ კაცს.
კოლი-ს
13 ივლისი 2017 19:52
0
ვეთანხმები ფედერაციის ბრალეულიბას.
კაცი რომ ისეთი ტყუილით დაიწყებს მოღვაწეობას, რაც კობიაშვილმა და მუჯირმა ზესტაფონელ გულშემატკივრებს აკადრეს, ის კაცი აუცილებლად დაიჯება უზენაისი სამართლიანობის წინაშე, ღირსიცაა!
ასე სანამ იქნება, მანამდე ვერ იხეირებს ვერც ახსლგზრდული, ვერც კლუბი და ვერც ეროვნუი
sayavria
13 ივლისი 2017 18:40
0
ალეკო,თქვენი ჭირიმე ,თქვენც იცით და ბევრმა სხვამაც აქ მპოსტავებმა როგორ წავიდეს საქმე უკეთესობისაკენ,მე არა მგონია კობიაშვილმა ან ხეჩიკაშვილმა იცოდნენ ჩვენზე ნაკლებად, გეფიცები ეკა ბესელიამაც თუ არ იცოდეს, მაგრამ არ აკეთებენ. რატომ არ აკეთებენ ? მე მგონი მთავრობისთვის ეს საქმე არაა პირველხარისხოვანი პრობლემა და იმიტომ , თან მათი პირადი და ფეხბურთის ინტერესებიც, ალბათ არ ემთხვევა ერთმანეთს. ვერც ჩვენი პატარა ფულიანი ბიზნესმენები გადაწყვეტენ ამ საქმეს,დიდ ფეხბურთს დიდი ფული უნდა, შეძლებს კი ჩვენი კერძო მესაკუთრე , კარგი სტადიონის აშენებას ,კარგი პირობების შექმნას,კარგი ხელფასების გადახდას, ძლიერი მწვრთნელის და ძლიერი ფეხბურთელების ჩამოყვანას ,ვერ შეძლებს.
კოლი
13 ივლისი 2017 18:08
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეგ 250 მილიონი ლარი სახელმწიფომ და ფედერაციამ ფეხბურთის განსავითარებლად კი არ გამოყო, არამეტ ვიღაც ვიღაცეებმა ჯიბეები რომ გაისქელოს. მაგ ფულს ჯობია კონკრეტული მიმართულება მიეცეს და მოხმარდეს ; 1. საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ბაზების და აკადემიების აშენება, განვითარებას 2. ბავშვთა ფეხბურთში უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელების მოწვევას და ადგილობრივი მწვრთნელების სწავლა განვითარებას . 3.ნორმალური , ხარისხიანი მოედნების გაკეთებას არაა აუცილებელი დიდი ტევადობის სტადიონებით, საკმარისი იქნება 6 ან 15 ასიანი ტრიბუნებით ....
დათო- რუსთავი
13 ივლისი 2017 17:55
0
სწორია!!! სამტრედიის კონტიგენტით სხვა შედეგი არც დაიდებოდა.კლუბები აუცილებლად უნდა გახდეს კერძო.და მაგ ფულით გუნდებს რო უხდის,ჯობია სახელმწიფომ სტადიონები გააკეთოს ან ბავშვთა ფეხბურთი დააფინანსოს
gia
13 ივლისი 2017 17:45
0
aq velas erti hekitxvit mogmartavt.rogor fiqrobt es tanxebi,romlebic hveni gadasaxadebidan midis fex.ganvitarebis fondhi sinamdvilehi ras xmardeba??? es fexburtelebi arhevnebze vis hemoxazaven??? am fulit saxelmcifo fexburtelebis xmebs kidulobs!!!admn.ar dablokn gtxov!
. . . . .
13 ივლისი 2017 17:38
0
Kudracha, რომ წერ ამცირებენ და ამცირებ კლუბის თანხებსო, და უფულოდ შედეგი ვის გაუგიაო, მაშინ ის მაინც დაწერე რამდენი უნდა მისცეს სახელმწიფომ თითო კლუბს, რომ შედეგი აჩვენონ ? და რაში რამდენი უნდა დაიხარჯოს, საინტერესოა გულშემატკივარის აზრი, რა თანხაა იმისთვის საჭირო გუნდმა გამართულად რომ ითამაშოს. აქვე იმასაც ვიძახით ლარი არ უნდა მისცეო და ვეღარ გავიგე :)
dave
13 ივლისი 2017 17:34
0
ყველაფრის თავიდა თავი ეგრეთწოდებული ახლებული აზროვნება და მენტალიტეტია და მეტი არაფელი ფულს აძლევს სახელმწიფო და შედეგზე პასუხისმგებელი არავინარის აიესარის მთავარი ნაკლი ამ პროცესის. და მეტი არაფელი.აპა მოთხოვე შედეგი თუ მოკიდებს მაგ ფულს ხელს არცერთი დღევანდელი კლუბის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი არმოკიდებს ვალდებულებებით თანხას ხელს.
quTaiseli
13 ივლისი 2017 17:26
0
დროა ვიფიქროთ ნამდვილმა ფეხბურთის ფანებმა, შევქმნათ ისეთი საფეხბურთო კლუბი რომელის მიზანი საფეხბურთო წარმატებები იქნება მხოლოდ და არა სახელმწიფო ფულის ჯიბეში ჩაშვება. ეს სავსებით რეალურია თუ რამდენიმე ასეული კაცი, რომელსაც ფეხბურთი და საქართველო უყვარს ერთად დადგება.
შოთა რუსთაველი
13 ივლისი 2017 17:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული