[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

AutoSharing Option
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ
ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 79 /
90წუთის განმავლობაში ერთხელ რომ დაარტყავ კარში ესაა ფეხბურთი.მწვრთნელი ეუბნება არ დაარტყაო თუ.....ძალიან ცუდ დღეში ვართ.ორ ადგილზე მუშაობაც არაა მისაღები,ჯერ ერთი არ დაგილაგებია,ხედავ რა დღეშია ფეხბურთი და შენ კიდე პარლამენტში გარბიხარ...არ ვიცი ესე რამ გაგახარბათ.....მე არ მესმის ერთი რამ,სულ მაღალ პოსტზე ხომ არ იქნება კაცი,აი მერე როგორ აპირებთ ცხოვრებას,ხალხს როგორ უნდა შეხედოთ თვალებში.ან ქუჩაში გამო ხვალ,ან რესტორანში დაჯდები.ან ქორწილში წახვალ და არ გაგიტყდება თქვენზე ცუდს რომ იტყვიან.ამიტომ გააკეთეთ კარგი საქმეები და მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ნუ ფიქრობთ
კახა ქირია
13 ივლისი 2017 17:16
0
თქვენ ჩემო კარგებო დამდგარხართ და ყველას ლანძღავთ და იმას არ ფიკრობთ რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ფედერაციაა! სხვებზე ლაპარაკს თავი Dაანებონ და ფეხბურთის განვითარება მატ ეხებათ Dა კეთილი ინებონ და ეს შეასრულონ. ასეთი თანხებით კარაბახს კიარა მე ვერ მომიგებთ))) ამცირებენ და Aმცირებენ ამ გუნდების ტანხებს და უფულოდ შედეგი ვის დაუდია? ამასთან ერთად ფეხბჯრთელების დიდი დეფიციტია საქართველოში!! არც Fეხბურტელი და არც ფედერაცია არა გვყავს ხალხნო!!!! სასაცილოები არიან ესენი თავისი განვითარების ფონდით)))) სადაც 15 და 10 ათასებს ღებულობენ რაში?)))). მალადეც განავითარეს ფეხბურთი! მალადეც ფედერაციას! მალადეც განვითარების ფონდი! და ყველაზე დიდი მადლობა ასეთი
ღვაწლისთვის სპორტის სამინისტროს)))))
Kudracha
13 ივლისი 2017 17:04
0
აი ყოჩაღ, კარგი სტატიაა, კარგი აზრებია, მითუმეეტს რომ მაგ აზრების ავტორები მრავალი თვეებია აქაური მპოსტავებიც არიან და სასიამოვნოა რომ მათ აზრებს იზიარებ, ხოლო თუ შეეცდები შენს ნააზრევად გამოაცხადო, შემიძლია გაგაკვირვო რომ მაგ იდეები დალაგებული და დახარისხებული, პრემიერ- მინისტრიდან დაწყებული კობიაშვილ- ყაველაშვილის საპარლამენტო მეილებით დანთავრებული უკევ დიდი ხანია დევს. სრულიადაა აღწერილი როგორ,რა წესით და რა პირობებში უნდა მოხდეს ორიევ ლიგის კლუბების გასხვისება.
ასე რომ, ამერიკა არ აღმოგიჩენია,ძალიან გვიან დაწერე ის რაც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა დაგეწერა,და თანაც ეგაა რომ რეაქცია არაა აქვს ხელისუფლებას ამაზე, რადგან ძალიან ბევრი მათთან დაახლოებული პირი იკვებება ამ საბიუჯეტო ფულით, ბევრი კი მეპატრონესავით მოაჯდა მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე არსებულ კლუბებს.

კობიაშვილს, ყაველაშვილს,იაშვილს, მუჯირს, ხეჩიკაშვილს , ძვირად დაუჯდებათ ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება და დროზე მოუგვარებლობა.ხალხი მათგან პირს იბრუნებს და უკვე მათ ლანძღვა-გინებაზე გადავა...სურთ ასე? მოსინჯონ, როგორია ეს. იყო სახალხოდ ლანძღული.
Guadua
13 ივლისი 2017 17:00
0
Tavis droze dila da zestafoni play offamde rom midiodnen mashin gundebs kai sheamdgenloba yavdt shedarebit
....qirurgiuli chareva ki ara tanxa schirdeba gunds shesabmisi pexburtelebis mosayvanad da shesanarchuneblad
??
13 ივლისი 2017 16:42
0
კერძო სექტორი თუ არ შევიდა კლუბებში ისე არაფერი არ გვეშველება.სოციალიზმი არ ამართლებს, კონკურენცია არ არსებობს. სჯობს გვყავდეს კერძო 6 გუნდი ვიდრე სახელმწიფო 20 გუნდი. რისთვის ვუხადოთ ჩვენი გადასახადი ამ არაფრის მაქნისებს.
kika
13 ივლისი 2017 16:41
0
გაგიმარჯოს ღმერთმა - იმედია, დაიძრება ყინული
aba baba
13 ივლისი 2017 16:38
0
სტატიის ავტორს ვეთანხმები. ამასთან, გუნდების რაოდენობაც დასაკლებია 10 გუნდი ჩემპიონატში (უმაღლეს დივიზიონში) საკმაო იქნება. ადრე, შოტლანდიას, ავსტრიას მეტი არ ყოლია.
მერაბი
13 ივლისი 2017 16:34
0
სრულიად ვეთანხმები სტატიის ავტორს! სამოყვარულო დონეზე თამაშობენ არათავმოყვარე ფეხბურთელები 2,3 ათასები და X5 გრიალი კარგათ უნდათ გულშემატკივარს კი ნერვებს გვაწყვეტავენ, ყველას გუნდის გულშემატკივარს მოუწოდებ პროტესტის ნიშნად კაციშვილი არ მივიდეს თამაშის საყურებლად და გამართონ საპროტესტო აქცია გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ! როგორც ევროპაში გულშემატკივრები ახდენენ ზეწოლას კლუბების ხელმძღვანელებზე!თუ არა და ამოვიდა ამათი ბაქიბუქი ყელში...
Gocha Juve
13 ივლისი 2017 16:32
0
ნერვები მეშლება და ვღიზიანდები როდესაც ამ უმსგავსობას ამართლებენ იმით რომ თურმე ყარაბახს და აზერებს აქვთ სამტრედიის წონა ფული. შე ოჯახაშენებულო ფული თუ არ გაქვს თავმოყვარეობა ხომ გაქვს? თავს პროფესიონალ ფეხბურთელს ხომ ეძახი? სირბილი შენ არ იცი, გამძლეობა შენ არ გაქვს, თავით თამაში შენ არ გეხერხება, კონცენტრაცია შენ გეკარგება, ტაქტიკის შენ არაფერი გეხერხება, მოედანზე აზროვნება შენ არ გამოგდის, დარტყმა შენ არ იცი რომ ათასში ერთხელ მაინც როცა კი დარტყმას მოახერხებ ბურთმა კარამდე მაინც მიაღწიოს. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ ამას, ამათ დარტყმულს რივოკით დაეწევა და გაასწრებს საშუალო მომზადების ფეხბურთელი. ბურთი მიგორავს მიგორავს მიგორააააავს და რა თქმა უნდა მეკარე უკვე დიდი ხანია ელოდება ხელგაშლილი. ან საერთოდ ბუშტივით მიფრინავს და მერე ვეღარავინ პოულობს იმ ბურთს, ოღონდ არა იმიტომ რომ ძლიერად დაარტყა, იმიტომ რომ მახინჯურად, არა ფეხბურთელივით დაარტყა. ამ ყველაფერს რამე საერთო აქვს ფულთან? არა! ეს არის უთავმოყვარეობა, თორემ ფული ბევრ ქვეყანას და კლუბს არ აქვს მაგრამ გამოდიან და სურვილით და ჟინით მაინც თამაშობენ. ფუი
fraternity
13 ივლისი 2017 16:28
0
ვის უნდა ეწყინოს?ეწყინოს კი არა ამ სტატიას თუ წაიკითხავენ გაწითლდენ უნდა და შერცხვეთ.
lasha
13 ივლისი 2017 16:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული