[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

AutoSharing Option
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ
ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 79 /
25 welia vidzaxit dro chirdeba yvelafers da yvelaferi dalagdeba,,,,araferic aricvleba,erti sastavi dzgeba,gulaobs,meore modis unda gadzges da igulaos da ase iqneba manam sanam qartvelshi fulis shovis avadmyofuri da araswori miswrafeba ar sheicvleba adamoanuri suliskvetebit
sergeevna
13 ივლისი 2017 16:22
0
სამტრედსკისს. სამტრედიის წაგებას ვინც მსაჯს აბრალებს, ფეხბურთის არაფერი გაეგება... ათას ხუთასი და ორიათასიც კი ბევრია ამ არ შემდგარი ვითომ ფეხბურთელებისთვის , ხალხი 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს ყოველდგე და 500 ლარი აქვთ თვეში, თან ამ ვაი ფეხბურთელებზე მეტი დატვირთვა აქვთ ყოველდღიურად , აი სიმართლე ესააა....
დათო-სიმართლე
13 ივლისი 2017 16:13
0
ერთ-ერთმა სამტრედიის ფეხბურთელმა განაცხადა პირად საუბარში,რომ დილით-საღამოს ლობიოს გვაჭმევენო და რა ფიზიკა უნდა გვქონდესო(2-3თვის წინ)
ზაზა
13 ივლისი 2017 16:10
0
vai vaii
shen is dawero yvelas jobia pulebs rogor chamen
13 ივლისი 2017 16:08
0
samtrediashi vinem shalamberidze iqneba aseti situacia iqnebaa... moajda samtrediis gunds.. ojaxebit arian dasaqmebulebii.. da ytybze edzeben pexburtelebs... shalamberidzes kitxet erti burti ramdeni gramia tu iciss??? danishnet pexburtis mcodne direqtorii... da yvelam tavs mixedoss.. cecadzes rac sheexeba mouyvanet pexburteli da naxavt udzlieresi treneriaa. da rac sheexeba qarabaxs dzalian dzlieri gundia da samtrediaa verapers gaxdebodaa. da nu aandzuet yvelaperi..
jeje
13 ივლისი 2017 16:06
0
ბევრი ფიქრი არ უნდა , ეგ 250 მილიონი ინფრასტრუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს , სხვანაირად არ გვეშველება !!!! .....
დათო ქომაგი
13 ივლისი 2017 16:03
0
გასაგებია რომ ბევრი მწვრთნელებზე აკეთებს აქცენტს,მაგრამ კაცმა ბურთის მიღება რომ არ იცის,როგორ გაეხსნას პასი როგორ გააკეთოს ეს არიცის იმას მწვრთნელი როგორ უშველის....სტადიონზე ის ხალხიც არ უნდა დადიოდეს ვინც დადის....მართლა სამსახურები არაა თორე ნამდვილად მთლად ცარიელი იქნებოდა სტადიონები ზირითადად უსაქმური მასა დადის სტადიონზე....ფეხბურტელებს რაც შეეხება ადამიანმა ისწავლა და სადღაც აგურს ატრევს სახლსი 200 ლარი რომ მიიტანოსდა ამათ 5000ბი უნდათ სიარულში....ნაგლობას მართლაც რომ არააქ საზრვარი....ახალი ფეხბურთელიც რომ არ ჩანს თორე საქართველოს ჩემპიონატს თამაშობს 20 ფეხბურთელი სულ ერთწელს ერთ გუნდშია მეორე წელს მეორეში...შე კაი ადამიანო თუ შარშან გორის დილაში არ ვარგოდა მაგჩემისა წელს დინამოში ივარგებს ან ტორპედოში ან ჩიხურაში? ნუ სულერთია...მოკლედ სტატიის ავტორს ვეთანხნები 100 პროცენტით
avto
13 ივლისი 2017 15:59
0
არცერთი ნორმალური,აღარაფერს ვამბობ ტოპ გუნდებზე,კლუბი ფონს ვერ გადის ლეგიონერების გარეშე,მადრიდის რეალი რომ მადრიდის რეალია ისიც სავსეა ლეგიონერებით,მიუხედავად იმისა რომ ყველა ამ კლუბს საოცარი აკადემიები აქვთ.,ასე რომ ფონდის ფულით სორს ვერ წავალთ ესაა სულის მოთქმა...ქართულ ფეხბურთში სანამ იმდენი ფული არ იქნება რომ ლეგიონერებით დონე ავწიოთ არაფერი გვეშველება!ამის პარალელურად უნდა მიეხედოს ბავშვთა ფეხბურთს და ინფრასტრუქტურას,ამის შემდეგ როცა წამოვა ნორმალური თაობა,ისინი გაუწევენ კონკურენციას ლეგიონერებს და იქნებ მათ გვერდით აღიზარდონ პროფესიონალებად.ესაა გამოსავალი და კიდე ის რომ უცხოელი მწვრთნელები გვინდა,არცერთი ჩვენი მწვრთნელი არაა იმ დონის რაიმე ორიგინალური შემოგვთავაზოს!ესაა სიმართლე!
martali
13 ივლისი 2017 15:57
0
გასაგებია რომ ბევრი მწვრთნელებზე აკეთებს აქცენტს,მაგრამ კაცმა ბურთის მიღება რომ არ იცის,როგორ გაეხსნას პასი როგორ გააკეთოს ეს არიცის იმას მწვრთნელი როგორ უშველის....სტადიონზე ის ხალხიც არ უნდა დადიოდეს ვინც დადის....მართლა სამსახურები არაა თორე ნამდვილად მთლად ცარიელი იქნებოდა სტადიონები ზირითადად უსაქმური მასა დადის სტადიონზე....ფეხბურტელებს რაც შეეხება ადამიანმა ისწავლა და სადღაც აგურს ატრევს სახლსი 200 ლარი რომ მიიტანოსდა ამათ 5000ბი უნდათ სიარულში....ნაგლობას მართლაც რომ არააქ საზრვარი....ახალი ფეხბურთელიც რომ არ ჩანს თორე საქართველოს ჩემპიონატს თამაშობს 20 ფეხბურთელი სულ ერთწელს ერთ გუნდშია მეორე წელს მეორეში...შე კაი ადამიანო თუ შარშან გორის დილაში არ ვარგოდა მაგჩემისა წელს დინამოში ივარგებს ან ტორპედოში ან ჩიხურაში? ნუ სულერთია...მოკლედ სტატიის ავტორს ვეთანხნები 100 პროცენტით
avto
13 ივლისი 2017 15:52
0
ქირურგიული ჩარევა კი არა ევთანაზია თუ უშველის წამოჭრილ პრობლემას.
giga
13 ივლისი 2017 15:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული