[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

AutoSharing Option
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ
ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 79 /
სამტრედიის კარში პირველი პენალი რო დადოს აქაურმა მსაჯმა მოკლავენ მაგ უბედურს და ამიტოა რო ეს უნიჭო მცველები ეგრე ჭიდაობენ იქაც და ატაკა კიდეც იმ თურქმა11 მეტრიანი არ ეკიდაა კალაძე და სამტრედიააა???
dito
13 ივლისი 2017 15:14
0
წაგებული თამაშების მერე, ყველა კლუბის წარმომადგენელი ცუდ ფიზ.მომზადებაზე საუბრობდა, ეს მაშინ როცა 18 ტური ქონდათ ნათამაშები ეროვნულ ჩემპიონატში ! ამ დროს ფორმის პიკში თუ არა, ახლოს მაინც უნდა ყოფილიყვნენ მასთან. ეს, ერთი და მეორე, გასაგებია რომ ყველა კლუბს ვერ ექნება საკუთარი ფიზ.მომზადების ცენტრი, იმიტომ რომ ასეთი დარბაზის მოწყობა არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული, მაგრამ უკვე თითქმის ყველა ქალაქში არსებობს ასეთი დარბაზები, თანაც არაერთი... მიღებული ფულიდან გამოყავი რა 1000 ლარი, აირე გუნდური აბონიმენტი და კვირაში 2-3 დღე იარე და მოემზადე ძალოსნურადაც.მაგრამ არ ფიქრობს ამაზე არავინ და ისევ ინფრასტრუქტურის არქონას ჩივიან (მოედნებს არ ვგულისხმობ, თუმცა თორპედოს, სამტრედიას, და ჩიხურას ასეთი საკუთარი გააჩნია), გამოიყენე რა არსებული რესურსი, მაინცდამაინც საკუთარი დარბაზი უნდა ერქვას ?
dave
13 ივლისი 2017 15:10
0
ამ პეხბურთელებს ხელპას როგორ აზლევენ,აზრზე არ არიან პეხბურთელების გარდა ყველაპერი არიან
oto
13 ივლისი 2017 15:07
0
ქართულ ფეხბურთს ლეგიონერები კი არა, მენტალიტეტის შეცვლა უშველის.
1. დაწესდეს მინიმალური ნორმატივები სირბილში;
2. დადგინდეს ტოტალური ფეის-კონტროლი ტოტალიზატორებში ფეხბურთელების და მათთან დაახლოებული პირების;
3. გარემონტდეს სტადიონები და მოწესრიგდეს მინდვრის საფარი;
4. აიკრძალოს მე-4-მე-10 ადგილებზე კლუბების შეკრება საზღვარგარეთ სახელმწიფოს ფულით.
ქუთაისელი
13 ივლისი 2017 15:06
0
კერძო უნდა იყოსო ყველა კლუბიო, რომ ვამბობთ და თქვენ გგონიათ საქართველოში არის ხალხი რომელიც ამით არის დაინტერესებული. კერძო რომ იყოს კლუბი რა მოგებას მიიღებს . საქართველოში კერძო საფეხბურთო კლუბები ყველანი ზარალიანია. იმიტომ რომ შემოსავალი კლუბებს ფაქტიურად არ აქვს.ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებლად სახელმწიფო უნდა ჩაირთოს, სხვა გამოსავალი ფაქტიურად არაა, ოღონდ მთლიანად შესაცვლელია საფეხბურთო პოლიტიკა რომელიც დღეს ჩვენს ფედერაციას და სახელმწიფოს აქვს.ამის ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს ფეხბურთის ნამდვილმა სპეციალისტებმა უკეთ იციან ეს და მათ უნდა დავუჯეროთ.
გია
13 ივლისი 2017 15:06
0
dges saqartvelohi arian jurnalistebi ogond gamonaklisebi,visac ar ehinia simartlis tqma,visac ar ehinia havze tqvas havi da tetrze kide tetri.gaixaret bat.aleko.tqven koveltvis simartlis mxares xart.
S.P
13 ივლისი 2017 15:06
0
მართალია
oto
13 ივლისი 2017 15:05
0
სისულელე! ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. სახელმწიფო ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. და ჩემი როგორც გადასახადის გადამხდელის ფული არ უნდა დაიხარჯოს საშუალოზე დაბალი კლასის ევროპელების რჩენაზე. კერძო ინვესტორს არავინ არ უშლის ჩადოს ფული ფეხბურთში, თავისი ფულით თუ უნდა მესი ჩამოიყვანოს, მაგრამ სახელმწიფო ფული არ უნდა ემსახურებოდეს არა-საქართველოს მოქალაქეების გამდიდრებას.
ქუთაისელი
13 ივლისი 2017 15:02
0
ალეკო მადლობა! შენ ჩვენი ყველას სათქმელი თქვი!
tbiliseli
13 ივლისი 2017 15:00
0
აი, ბოლომდე შენ აზრზე ვარ. წაიკითხოს ფედერაციამ!
vau!
13 ივლისი 2017 14:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული