კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
დათო-სიმართლეს. არ ვაპირებ შენისთანბთან პოლიმიკას მითუმეტეს, რომ უკვე სწორად მიგითითეს ვერსიებს უფრო აფქვევო ვიდრე ჭეშმარიტებასო. მაგრამ ერთი კი უნდა გითხრა: შენ რა უტყუარი ფაქტები მოგყავს ერთი ჩვენს ფეხბურთში გამეფებულ კორუფციაზე? კობიაშვილი არც ჩემი ბიძაშვილია და არც შენ არ მენაღვლები რამეში! მაგრამ კობი ორივეგან აირჩიეს ეტყობა შენ დემოკრატია შენებურად გესმის. გეტყობა რომ პოლიტიკა მაგრად გეწვის, არაფერი არ გამოგივიდა მაგ შენს პოლიტიკაში და ეხლა სპორტის პროფესორობა გადაგიწყვიტია. ხოდა კიდე ერთიც, ნუ გადადიხარ ყველას შეურაწყოფაზე მე უბრალო გილშემატკივარი ვარ, ზოგიერთებივით პოლიტიკიდან სხვის ბიუჯეტში და ჯიბეში ყურებით პირზე დუჟ მომდგარი ჭია კი არა!
gulshematkivari 007
15 ივლისი 2017 15:49
0
Gulshematkivar 007 ის გასაგონად თქვენ ან აქ არ ცხოვრობთ ან ამ ბიუჯეტის ფულებით სარგებელს ნახულობთ . სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევო მე მეუბნებით და ეგ თქვენი ნაქები კობიაშვილი არ ურევს ? ? , ნეტავ ვინ არის ერთდროულად ფედერაციის პრეზიდენტი,პარლამენტარი და უმრავლესობის წევრი მე თუ კობიაშვილი ??? თუ მეშლება რამე ??? როცა რამეს დაწერ ფაქტები და სიმართლე უნდა გიმაგრებდეს ზურგს სიმართლეეეე ....
Gulshematkivar 007-is
15 ივლისი 2017 11:34
0
აქ საუბარი არ არის მარტო სამტრედიაზე ან ტორპედოზე, ჩვენს წინ ტყლაპოში წევს ქართული ფეხბურთი და ეს გვტკივა, მართალია რომ ჩვენი მწვრთნელების დონე ძალიან დაბალია, მაგრამ უკეთესებიც არ გვყავს უკვე მერამდენე იღებს თავის თავზე პასუხის მგებლობას, {მე მგონი ამ ხალხს პასუხისმგებლობა განსხვავებული სასმისით საჯარიმოს დალევა ჰგონიათ}, მაგრამ რას ფიქრობენ და რას აკეთებენ კლუბების ხელმძღვანელები და ფედერაცია, ფედერაციას გასაგებია ფეხბურთისთვის არ ცალია-აქეთ პარლამენტი და კანონები, იქეთ არჩევნები და ხალხზე ზრუნვა. თუ ვინმე გამოჩნდა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი კლუბების ხელმძღვანელებს კიერთი სული აქვთ, რომ რაც შეიძლება მალე გაყიდონ ის, მესმის რომ ამ ბავშვებსაც უნდათ თავისი სპორტული კარიერიდან მაქსიმუმის მიღება,მაგრამ თუ ყიდიან სრულფასოვანი მაინც მოიყვანონ გუნდში, ან ნუ გაყიდიან 25 წლამდე,გამორჩეულებს მოუმატონ ხელფასი,გუნდები გაძლიერდება, მოიმატებს მაყურებლების რაოდენობა და შესაბამისად გაიზრდება კლუბების შემოსავალი, მაგრამ ბოსებს უფრო დღევანდელი კვერხი აწყობთ და თანაც სახელმწიფოს ხაზინას წველიან.
მურთაზი
15 ივლისი 2017 10:42
0
დათო-სიმართლეს. შენ და შენისთანები სპორტს და პოლიტიკას რომ ურევთ ერთმანეთში იმიტომაა კარგად საქმე. პოლიტიკოსობა და ქვეყნის გადარჩენა თუ გინდოდა ამ სპორტულ საიტს რაღას ერჩოდი!? თავი მოგაქვს ფეხბურთის ექსპერტად. მიდი ძმაო პური მეპურეს გამოაცხობინე და ისე დაელოდე შედეგებს მაგ შენი პოლიტიკიდან. კობიაშვილის და ქართული ფეხბურთის ადვოკატობას არ ვაპირებ ყველამ მშვენივრად ვიცით რომ უამრავი პრობლემაა დაგროვილი როგორც ფეხბურთში ისე მთლიანად ქვეყანაში, მაგრამ კობიაშვილზე ცუდდად როგორ უნდა მოუბრუნდეს ენა პირში კაცს? რატომ უნდა მივაყენოთ ვინმემ-ვინმეს შეურაწყოფა? იგი პატიოსანი ადამიანია, წაართვა ვინმეს რამე თუ რა? მისი შრომით და დამსახურებით აქვს ის რაც აქვს. ის ფული რაც ჩვენს ფეხბურთში დღეს იდება შეიძლება საკმარისი არ იყოს თორე სამართლიანად ნაწილდება ყველაფერში. თუ რამეთი ხარ უკმაყოფილო შენი მოძიებული თანხები დააბანდე ან პოლიტიკოსობას თუ მორჩები ფედერაციის პრეზიდენტობას შეუდექი და მართე მერე მენეჯმენტი-სიმართლით.
gulshematkivari 007
15 ივლისი 2017 10:18
0
აბა 5-0 ებს რო აგებენ ყურები ეწვით ხოლმე სირცხვილისგან ამ ვაი ფეხბურთელებს . თავმოყვარეობა დიდი ხანია დაკარგული აქვთ ....
quTaisels
15 ივლისი 2017 10:06
0
quTaisels ! ფეხბურთელებს ,კლუბებში მოღვაწეებს, ფედერაციასაც შეურაცხყოფა და თავმოყვარეობა რო ანაღვლებდეთ მასეთ კატასტროფულ შედეგებს კი არ მიიღებდნენ . ....
ფანი
15 ივლისი 2017 10:01
0
სიმართლის დანახვა ვისაც არ აწყობს იმისთვის ჩემი პოსტი ვერსიაა გეთანხმებით . უბრალოთ სხვა ახსნა არ აქვს ხალხის ანუ ბიუჯეტის ფულის ასე უმიზნოთ და მოუკითხავად დარიგებას ფეხბურთში . მაგ ფულით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება თუნდაც ფეხბურთში . არავინ დაიჯერებს ფეხბურთი ,სპორტი და პოლიტიკა სხვა დასხვა რამეაო ,მაგალითი კობიაშვილისაც კმარა, სირცხვილია უბრალოდ ფედერაციის პრეზიდენტობა თან პარლამენტარობა და უმრავლესობის წევრობაც , ორი სიტყვით "გენიოსი" გვყავს ეს კობიაშვილი იმიტომაც აკეთებს ყველა საქმეს ხუთიანზე, შედეგებიდანაც კარგად ჩანს !!!...
დათო- სიმართლე
15 ივლისი 2017 09:42
0
ხოდა აპა მოუსყიდია ბიძინას მთელი სპორტული სამყარო ესე საუბარი როგორ შეიძლება ხოუნდა დაფიქრდე იმაზე რო შეურაწყოფას აყენებ როგორც ფეხბურთელებს ისე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.ან საიდან იცი ვინ ვის აძლევს ხმას არჩევნებში.რა ჯანდაბაა ეგ პოლიტიკანური გადახვევები ამ სპორტულ საიტზე ვერ გავიგე.აქ მემგონი ზოგიერთი ფეხბურთის მოყვარული კიარა უფრო პოლიტიკური მიმომხილველია.კრიტიკა ერთია და შეურაწყოფის მიყენება კიდე სულსხვაა.
quTaiseli
15 ივლისი 2017 09:20
0
დათო თქვენი ყოველი პოსტი სიმართლე კი არა,ვერსიაა,ამიტომ უკეთესი იქნება,თუ დაირქმევთ დათო ვერსია,ან დათოს ვერსია.მგონი უკეთესია.
დათო სიმართლეს
15 ივლისი 2017 08:29
0
ქვეყნის სირცხვილი ხართ ყველა ერთად!!!
გიგი
15 ივლისი 2017 02:04
0

სიახლეები პოპულარული