"ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში

AutoSharing Option
"ყარაბაღის" მთავარი მწვრთნელის ყურბან ყურბანოვის კომენტარი "სამტრედიასთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ საკმაოდ ცინიკურად ჟღერდა - ის მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ მეტოქის თამაში მოეწონა, განსაკუთრებით - დაცვაში. თუმცა, ამ ყველაფერს მსახიობური ოსტატობით ნიღბავდა.

"ძალიან მიხარია, რომ დღესაც მოვიგეთ. რთული თამაში იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელებს მოედანზე გადაადგილება უჭირდათ. ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა.

განსაკუთრებით ქართველები ცდილობდნენ და მათი თამაში მომეწონა კიდეც, უფრო მეტად - დაცვაში. მიმაჩნია, რომ "სამტრედია" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში".

-
სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

- გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამათმა სომხებს გაასწრეს
ბესო
19 ივლისი 2017 13:00
0
კარგად გვეღადავება :)
levani
19 ივლისი 2017 12:52
0
ამ კაცის კომენტარების შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი და ფეხბურთელები სხვა საქმეს მოკიდებდა ხელს
wbc
19 ივლისი 2017 12:48
0
ეტყობა ყურბანოვი წესიერი კაცია,არ გაგვანაწყენა ირონიული კომენტარით,თორემ გუნდი როცა ასე ფარჩაკდება, იქ ირონიას და ცინიზმსაც საფუძველი აქვს.მაინც საქართველოში ნათამაშევია და ალბათ აქ მეგობრებიც ჰყავს და მათ განაწყენებას მოერიდა,თორემ დიდი საბაბიც ჰქონდა.ტაქტიანი კაცი....
status quo
19 ივლისი 2017 13:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული