ქართველი სპეციალისტი ჩინეთში იმუშავებს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი კარიერას ჩინეთში, ბეიჯინგის შუნ შტარ-ის აკადემიაში გააგრძელებს.

36 წლის სპეციალისტმა თბილისური კლუბის აკადემიის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2015 წლის ნოემბერში დაიკავა, ხოლო კონტრაქტი ივლისში დაუმთავრდა. მინაშვილი "ლოკომოტივის"

19-წლამდელთა გუნდსა და "ლოკომოტივი 2-ს" წვრთნიდა. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, 19-წლამდელთა ლიგაში, მისმა გუნდმა პირველი, ხოლო რეგიონულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.

ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდა სპეციალისტი ასაკობრივი გუნდების სასელექციო სისტემასა და სამწვრთნელო მეთოდიკას ხელმძღვანელობდა. მინაშვილმა აკადემიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ფეხბურთელობისას, 1997/98 წლებში, მინაშვილი მექსიკის პრიმერადივიზიონის
"ამერიკის" აკადემიის ასაკობრივ გუნდში ექვსთვიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, 1997-98 წლების სეზონში, მექსიკის მესამე დივიზიონის "რამბოქსში" გამოდიოდა. მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო მექსიკაც დატოვა და მალე კარიერაც დაასრულა.

მისი სამწვრთნელო განათლება და კარიერა მთლიანად ინგლისს უკავშირდება. 2006-2012 წლებში იქ მიიღო ყველა ლიცენზია - პირველი დონიდან A ლიცენზიის ჩათვლით. პარალელურად სამწვრთნელო პრქტიკით იყო დაკავებული ყველა დონეზე, ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, "კრისტალ პალასის" აკადემიასა და კლუბ "ლონდონ ტაიგერსში". ამ უკანასკნელში საფეხბურთო სკოლის მენეჯერიც გახლდათ. ამის შემდეგ მისით თბილისის "დინამოც" დაინტერესდა, სადაც სამი წელი აკადემიის დირექტორი გახლდათ.

"ლოკომოტივის" ცნობით, მინაშვილის შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი - კლუბის ხელმძღვანელობა აკადემიის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონკრეტულ კანდიდატს მოიაზრებს და მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ კონკრეტდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ამისთანა სპეციალისტის,თან ქართველის,სხვა ქვეყანაში წასვლა როგორ დაუშვით?!ბევრი გყავთ უკეთესი?
სოსო
18:10 20-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული