"სამტრედიის" კრახმა საქართველო უეფას ცხრილში კიდევ ერთი ადგილით დახია უკან

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ქართულმა კლუბებმა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენებს - 3 კლუბმა ევროპალიგაზე და ერთმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე ბარიერი ვერ დაძლია. ამას ვინ ჩივის, 8 თამაშიდან ჩვენებმა მხოლოდ 1 დაასრულეს ფრედ, დანარჩენი ისე წააგეს, რომ საბოლოოდ ბურთების შეფარდება 2:21 გამოუვიდათ.

- ნულთან მიახლოებული - ქართული კლუბების სამარცხვინო გამოსვლის შედეგი

ეს კი უეფას კოეფიციენტთა ცხრილში საქართველოს მდგომარეობას ეგრევე შეეტყო - მიმდინარე ცხრილში ჩვენი ქვეყანა მე-40 პოზიციიდან 44-ეზე დაქვეითდა. სამი ადგილი ევროპალიგაზე კრახის "წყალობით" დავკარგეთ. "სამტრედიას" უნიათო გამოსვლამ ჩემპიონთა ლიგაზე (0:6 ორი
მატჩის ჯამში აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღთან") კიდევ ერთი პოზიცია დაგვაკარგვინა.

საქართველომ ამ სეზონში 0,125 ქულა მოიპოვა და ჯამში 5 ქულა აქვს. ბოლო დღეებში გადაგვასწრო ჩერნოგორიამ.

ახლა მხოლოდ 11 ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა მათგან ორს (ლიტვა, ლუქსემბურგი) ევროთასებზე წარმომადგენელი კიდევ შერჩა და ჩვენი გადასწრების შანსიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მხოლოდ საქართველოში ყველაფრის მერე მწვრთნელი გამოვა და ყველას დააბრალებს თავის თავის გარდა ნორმალურ ქვეყანაში ფედერაციის შენობასთან კაი ხნის წინ მოეწყობოდა მიტინგი მარა კობის ვერ აკაადრებთ ალბათ :) და ნუ წუწუნებთ შედეგზე რომელიმემ ფეისბუქზე დაწეროს თარიღი და ნახავთ თუ არ შეიკრიბება საკმაო ხალხის რაოდენობა მარა ქართველი ცხოვრობს ლოგიკით მე რატო იმან ქნას :)
ნოდო
22 ივლისი 2017 11:44
0
ქართული ფეხბურთი მკვდარია.ფეხბურთის ხელმძღვანელობა კაიფშია!
amigo
22 ივლისი 2017 09:39
0
წესით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს,მაგრამ წესები დარღვეულია,დიდი ხანია..კობიაშვილი ვოოონ...
სტატუს ქუო
22 ივლისი 2017 09:34
0
ხო კიდე ერთი კობიმ და მისმა გუნდმა ფეხბურთი ითამაშა. ისევე როგორც არველაძეებმა და მათმა გუნდმა მაგრამ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან. აქ ხო ყველა ყველაზე ბრძენია და ყველამ ყველაზე უკეთ იცის რა როგორ უნდა.
იკა
21 ივლისი 2017 21:23
0
ვის რაში აინტერესებს ქართული ფეხბურთი!!! მე ისეთი ადამიანი ფაქტიურად აღარ მეგულება ჩემს გვერდით. კობის და მის "კვალიფიციურ" გუნდს მოახსენეთ ეს ყველაფერი. ჩვენ აღარ გვაინტერესებს, არააააააააა!!!! დაგვანებეთ თავი ვა! ვინ არიან ესენი.
ბორია
21 ივლისი 2017 18:16
0
ჩერნოგორია რა უბედურებაა მონტენეგრო ქვია მაგა ქვეყანას :Dდდდდ
sda
21 ივლისი 2017 18:14
0
მოდით რა შევთანხმდეთ. ნუ მოგვაწვდით ინფორმაციებს, რომელიც ფეხბურთს ეხება. ფეხბურთის მიმართ ისედაც დათრგუნულ განწყობას, კიდევ უფრო ნუ გვიღვივებთ. დაგვანედეთ რა თავი ნიკოლოზ და სხვებმაც.
გაგო
21 ივლისი 2017 18:13
0
ნუ შეაძულე სამტრედიელებს თავი უაზრო პოსტებით... აზზე არახართ ეს ჟურნალისტები
samtrediaa
21 ივლისი 2017 17:48
0
amoxvedit yelshi xalxs tavi nu moabezret am jurnalistebma samtrediis landzgvitt.. saertod nu wert samtrediaze
vako
21 ივლისი 2017 17:39
0
uniato ras nishnavs...??? rogor unda mougo qarabaxs kitxvas gisvam da gameci pasuxii??/ 25 milioni aqvs biujeti da samtredias erti milioni larii... gadaxede imat pexburtelebs vinebi arian da ra xelpasebi aqvt.. shen ashkarad arc pexburti ar ici da samtrediasac ver itan getyobaa... midi aba ar gamoaqveyno
jeje
21 ივლისი 2017 17:05
0

სიახლეები პოპულარული