კობიაშვილი: პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და ქართული კლუბების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზე ისაუბრა.

"რა საკვირველია, ამ მცირე დროში რაიმე განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ მქონია. მე სულ ვამბობ, რომ განხორციელებული ცვლილებები შედეგს გარკვეული ხნის შემდეგ მოიტანს.

ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაა კლუბებს განვითარებაში შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი ფორმატზე საუბრობდა და რა ვქენით? კარგი იყო, ხელი ვახლეთ და გავაფუჭეთ? ყველა ცვლილებას თავისი პოზიტივი და არგუმენტი აქვს. კლუბმა 6 თვით ადრე რომ იცის, ევროტურნირებზე ითამაშებს,
ეს ხომ ცუდი არ არის? ტრანსფერებზეც მეტი დრო გაქვს ასე.

თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გადალახავდნენ, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან მერე იხსნებოდა, მაგრამ როცა შევხედეთ კლუბებს და ვნახეთ, რომ სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდნენ, დრო გადმოვწიეთ და ტრანსფერებისთვის კიდევ სამი კვირა მივეცით. დრო მივეცით, რომ დაფიქრებულიყვნენ, მიმხდარიყვნენ, რომ გუნდში მთლად კარგად ვერ არის ყველაფერი და ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ. ვინმემ ეს დრო გამოიყენა? არა!

ადრე ასეთი წესი იყო: კლუბს მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება ჰქონდა. თუ სამზე მეტი ეყოლებოდა, მაშინ კლუბი ფედერაციას 15 000 ლარს უხდიდა. ჩვენ ეს გავაუქმეთ და კლუბებს ვუთხარით: გყადეთ შვიდი ლეგიონერი და ნურაფერს გადაგვიხდით, ჩვენ ეს თანხები არ გვჭირდება, კლუბს მოახმარეთ!

ევროტურნირებზე მყოფ ლიტვის კლუბს გუნდში 7-8 ლეგიონერი ჰყავდა. "ლუდოგორეცთან" გამოვარდნენ, მაგრამ ღირსეულად მაინც ითამაშეს. იმ გუნდში არგენტინელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები არიან. კი, ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ კადრებზე უკეთესები არიან და ეს დონეს წევს. ასეა კვიპროსის, ლუქსემბურგის, მალტის კლუბების შემთხვევაშიც. წლების წინ გვიხაროდა, მათ კლუბებს რომ დავამარცხებდით და შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. დღეს ვერ დავამარცხებთ, იმიტომ რომ იქაური კლუბები ტენდენციებს მიყვებიან, ჩვენ კი ისევ იქ, უკან ვართ და ერთ ადგილას ვდგავართ.

პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს სად უნდა წავიდეს - ერთ ადგილას დგას. ასეთია რეალობა, ცვლილებაა საჭირო! წრეზე დადიან ერთი და იგივე კოლექტივი, ფეხბურთელები... ფეხბურთში დღეს სხვა მოთხოვნებია და ჩვენი კლუბები ამას არ მიყვებიან.

კლუბს X თანხა ჰქონდა. ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამ X-ს კიდევ დაუმატა თანხა, რომ გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ გაძლიერდნენ? არა! მწვრთნელი გამოდის და პრესკონფერენციაზე იძახის, ცუდად ვიმგზავრეთ და ცუდად გაგვიმასპინძლდნენო. და რატომ უნდა გაგიმასპინძლდნენ ცუდად? ფულს იღებთ ამისთვის და მოაგვარეთ საკითხი ისე, რომ კლუბი კარგად ჩავიდეს", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ვინც ამ მარაზმს ხელმძღვანელობს ყველა დამნაშავეა ქართული ფეხბურთის დაკნინებაში
შოკირებული გულშემატკივარი
23 ივლისი 2017 19:28
0
რა უვარგისი ერიც ვართ ისეთივე ფეხბურთს ვთამაშობთ.. კობი ყოფილა დამნაშავე ყველაფერში!!
effe
23 ივლისი 2017 13:03
0
თვითონაც მემეჯერია და რას დაამსგავსა ნაკრები
1,2,3,5,8...
23 ივლისი 2017 12:35
0
მერე? ყველაფერს სწავლა უნდა; სფფ-მ გამოიჩინოს ინიციატივა და კლუბები დაავალდებულოს წარმომადგენელთა შესაბამისი განათლების მიღება
თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ფული არა გვაქვს, თორემ ...
კოტდიუარს, კამერუნს, ნიგერიას, სენეგალს არა მგონია ჩვენზე უფრო ულხინდეს, მაგრამ სავსენი არიან ვარსკვლავებით
akia
23 ივლისი 2017 12:18
0
2 წლიანი გულავი დაგრჩათ. თქვენი გრეხები არ იმალება. მოვა დრო თითო კაპიკს მოაცუნცულებთ როგორც გაამათხოვრეთ გაუბედურებული ქვეყანა
Bidzovicho
22 ივლისი 2017 22:32
0
ბიჭებო დამიჯერეთ რაც ფული ირიცხება გუნდებისთვის ტყუილიად იხარჯება.ფეხბურთელი რაში ხარჯავს ხელფას იცით? რო პლანი მოწიოს და დალიოს. ახლა იტყვით ეს უბერავსო რას ლაპარაკობსო. ჩემი თვალით რომ არ დამენახა არ დავწერდი. არავითარი ორგანო არ არის კლუბებში ვინც ჯარიმებს დანიშნავს, წესრიგი არ არის.ვინმე სინჯავს ფეხბურთელს გუშინ დალია თუ მოწია? თქვენ ამბობთ ფიზიკა არ ყოპნით ფიზიკა კი არა ჩემი ყურით მოუსმინე ფეხბურთელის ნალაპარაკებს რაის უნდა მოგვეგო ლოთებია და პენსიონერები ნახევარი გუნდიო 60 წუთა ძლივს ვუძლებთო. ჩვენთან რა მენტალიტეტია კიდევ იცით აუ ის ჩემი ახლობელია ის ჩემი ისააა. უბრალოდ ერთს გეტყვით ჩვენთან უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე კობიაშვილი და სხვები. ტყუილად ნუ ნერვიულობთ და ერთმანეთს კომენტარებით ნუ ეჩხუბებით, თვითონ ფეხბურთელს კიდია ყველა და ყველაფერი.
mmm
22 ივლისი 2017 22:18
0
ხალხოო...გვეშველება რამე? ესენი ვინ არიან,ვინ?!
გია-გივი თუთბერიძე
22 ივლისი 2017 22:13
0
აგი ყველა სიკეთესთან ერთად კაი შტერიც ყოფილა
1
22 ივლისი 2017 22:02
0
კობიაშვილო და კალაძევ თქვენივე სახელობის თითო თითო საფეხბურთო აკადემია რო გაგეხსნათ მაშინ ვერ შევიტანდი თქვენს პატიოსან განძრახვაში ეჭვს, რომ ქართული ფეხბურთის ბედი განაღვლებთ . არადა კობი ორიოდე დღის წინ იმედის ეთერში ირწმუნებოდა რომ ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდება არც თუ ისე წამგებიანიაო .... ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ,ეს სიტყვები ჭკვიანი კაცის ნათქვამია ,თქვენზე და თქვენნაირებზე ...
დათო-რუსთავი
22 ივლისი 2017 21:12
0
გაგებაში არ ხართ მთელი ფედერაცია.სირცხვილი და მარაზმია ეს ყველაფერი.დაუჯერეტ ხეცჰიკაშვილს და მის გუნდს:)ჯერ სად ხარტ
ggggg
22 ივლისი 2017 20:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული