ჩიკვილაძის გარდა, გეგუჩაძემ გამოსაცდელი ვადა მისცა გამოცდილ თავდამსხმელ გია მეგრელაძეს. როგორც ჩანს, "ტორპედოს" თავკაცი შეგირდების გარჯით უკმაყოფილოა და შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ჩიკვილაძე ქუთაისში ნესტორ მუმლაძემ წაიყვანა 2009 წელს, მას შემდეგ, რაც "ტორპედო" "ვისოლის" მფლობელობაში გადავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"