თენგიზ ჩიკვილაძეს ახალი კლუბის მოძებნა ურჩიეს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, ქუთაისის "ტორპედო" მეორე წრის ბოლოს თენგიზ ჩიკვილაძეს შეელევა. ქუთათურთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელს ამის შესახებ უკვე აცნობა და მას ახალი კლუბის მოძებნა ურჩია, თუმცა სეზონის დასრულებამდე ფეხბურთელი გუნდში დარჩება და ივარჯიშებს.

ჩიკვილაძის გარდა, გეგუჩაძემ გამოსაცდელი ვადა მისცა გამოცდილ თავდამსხმელ გია მეგრელაძეს. როგორც ჩანს, "ტორპედოს" თავკაცი შეგირდების გარჯით უკმაყოფილოა და შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ჩიკვილაძე ქუთაისში ნესტორ მუმლაძემ წაიყვანა 2009 წელს, მას შემდეგ, რაც "ტორპედო" "ვისოლის" მფლობელობაში გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული