ლანჩხუთის "გურია" კამერუნელ ლეგიონერს აკვირდება

AutoSharing Option
პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლაჩხუთის "გურიამ" უმაღლესი ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდა. ლანჩხუთელები წლეულს უმაღლესში გადასვლას გეგმავენ და საამისოდ კარგი გუნდის შეკრებაც სურთ.

მთავარ მწვრთნელ გიგლა იმნაძის განკარგულებაში ამჟამად 28 ფეხბურთელია, რომელთაგან ნახევარზე მეტი ადგილობრივია. კლუბს 13 ახალწვეული ჰყავს, თუმცა რამდენს დაიტოვებენ, ჯერ არ გადაწყვეტილა.

აღსანიშნავია "გურიაში" დავით ბაქრაძის გამოჩენა - იგი ბოლოს გორის "დილას" ღირსებას იცავდა. სინჯებზე მყოფთაგან (ანო ჩასემი, მოსიაშვილი, ჩარგეიშვილი, ბაკარანძე, სამსეიშვილი, ხაჩიძე, გედენიძე, საცერაძე, ზურაბ კვარაცხელია, გოგუჩაძე, ჯოხაძე, თორნიკე შალიკაშვილი) ნაწილს უმაღლეს
ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ანო ჩასემი კი კამერუნელია.

როგორც კლუბის ადმინისტრაციაში გვითხრეს, სინჯებზე მყოფთა ნაწილს დაიტოვებენ და კლუბის გაძლიერებას რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელითაც გეგმავენ. "გურიას" ამ ეტაპზე მეკარის პრობლემა აქვს და რამდენიმე გამოცდილ კიპერთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

რაც შეეხება ტესტმატჩებს, "გურიამ" ოზურგეთში "მერცხალს" 4:1 მოუგო. 19 იანვარს ლანჩხუთელები გრიგოლეთში ფოთის "კოლხეთს" შეხვდებიან, ხოლო 21-ში ზუგდიდში "ბაიას" ესტუმრებიან.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელი "გურიას" აღორძინების წლად გამოცხადდა და სწორედ ამ ეგიდით იგეგმება კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლა და სტადიონის გაკეთება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შუაშია აქ სიტყვა "ეგიდა"? თუ მნიშვნელობა არ იცით, სიტყვას რატო ხმარობთ უაზროდ?
თუმცა, ძალიან ბევრი ხმარობს ამ სიტყვას ასევე უაზროდ სხვებიც იმეორებენ. ძალიან გავრცელებული შეცდომაა.
dudu
19:26 18-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული