დავით ოდიკაძე: ესპანეთიდან უფრო ძლიერი თბილისის "დინამო" დაბრუნდება

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გატარებული 10-დღიანი შეკრების შემდეგ თბილისის "დინამო" უკვე მარბელაში იმყოფება.

შეგახსნებთ, რომ მარბელაში დინამოელები Impact Cup-ის გათამაშებაში ჩაერთვებიან, სადაც მათი პირველი მეტოქე პოლონური "კრაკოვია" იქნება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

პოლონურ "კრაკოვიასთან" მატჩამდე "დინამოს" ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ "გლადიატორების" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ბარსელონაში განვლილ შეკრებასა და გუნდის ახალწვეულებზე ილაპარაკა.

"საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ ბარსელონაში და კარგი სპარინგ-მატჩებიც გამოგვივიდა. ბარსელონაში ყოფნისას ყველაზე მეტად  "კამპ ნოუს" სტადიონი დამამახსოვრდა, შთამბეჭდავი არენაა. 

რაც შეეხება მარბელას, აქ ძალიან კარგად მოვეწყვეთ.
ახალწვეულები გუნდს კარგად შეეწყვნენ. ჯერ მხოლოდ სამი თამაში ჩაატარეს და ცხადია დრო სჭირდებათ. ეჭვი არ მეპარება, რომ გამოგვადგებიან. პირობას ვიძლევი, რომ გაცილებით კარგი "დინამო" დავბრუნდებით ვიდრე აქამდე ვიყავით", - აღნიშნა ოდიკაძემ.

Impact Cup-ს ტურნირი 22-დან 28 იანვრამდე გასტანს. დინამოელთა მეტოქეები: კიევის "დინამო" (უკრაინა), "იანგ ბოიზი" (შვეიცარია), "სტრიომსგოდსეტი" (ნორვეგია), "ეკრანასი" (ლიტვა), "ვიდეოტონი" (უნგრეთი),მატერსბურგი (ავსტრია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული