
1992-დან 2000 წლებამდელ გარიგებებში მეორე ადგილზე გიორგი დემეტრაძის ტრანსფერია: საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 1999 წელს კიევის "დინამომ" ვლადიკავკაზის "ალანიადან" 3 მილიონ დოლარად შეიძინა.
მასზე ძვირად მხოლოდ ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერი აღმოჩნდა, რომელიც კიეველებმა "მილანიდან" 23 მილიონ ევროდ დაიბრუნეს.
ამავე პერიოდის ათეულში კახა კალაძის ტრანსფერმა მე-8 ადგილი დაიკავა. 1997 წელს კიევში მისი გადასვლისთვის თბილისის "დინამომ" 280 ათასი დოლარი მიიღო.
კალაძის გვარი 2000-2012 წლების ტრანსფერებშიც მოხვ
2001 წელს კახას "მილანში" გადასვლისას იტალიელებმა უკრაინულ კლუბს 16 მილიონი დოლარი გადაუხადეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"