თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?

AutoSharing Option
ცნობილია, რომ თბილისის "დინამოში" ქუთაისის "ტორპედოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი თორნიკე თარხნიშვილი და რუსთავის "მეტალურგის" მარჯვენა მცველი გიორგი სეთურიძე ითამაშებენ - მათ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

როგორც ჩანს, "დინამოში" რუსთაველთა გადმოყვანა ამით არ დასრულებულა. თბილისურ კლუბში დაბრუნების შემდეგ,"მეტალურგის" აწ უკვე ყოფილი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე საქმეს შეუდგა და შევიტყვეთ, რომ მალე, შესაძლებელია, "დინამოს" მაისურა რუსთაველთა ცენტრალურმა მცველმა გია კვარაცხელიამ და საყრდენმა ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ მოირგონ.

ამას გარდა, ბოლო დროს აქტუალურია საქართველოს ნაკრების კანდიდატის, ირაკლი მაისურაძის შესაძლო ტრანსფერი, რომლითაც "დინამო"
სეზონის დასრულების შემდეგ დაინტერესდა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად კვარაცხელიასა და მაისურაძეს დავუკავშირდით (რაზმაძესთან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა). თუმცა, ამ დაკავშირებას შედეგი არ მოჰყოლია - "მეტალურგში" არ ისურვეს, რომ ფეხბურთელებს ამ საკითხზე კომენტარები გაეკეთებინათ.

მოთამაშეთა გეგმებს რაც შეეხება: ვარჯიში ორივემ რუსთაველებთან ერთად დაიწყო, უცხოურ მოსამზადებელ ეტაპსაც "მეტალურგში" გაივლიან და გუნდს ევროპის ლიგაზე დაეხმარებიან.

რა იქნება ევროპის ლიგის მატჩების შემდეგ? შარშან თბილისის "დინამოდან" გაშვებამ კვარაცხელიას გული დაწყვიტა, მაგრამ რუსთაველებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ეს ტრანსფერი არარეალური არ ჩანს.

რეალურია თუ არა "დინამოში" მაისურაძის გადასვლა? ირაკლის "მეტალურგთან" კონტრაქტი თებერვალში უმთავრდება და ევროპის ლიგაზეც რუსთაველებს დაეხმარება. შემდგომ რა მოხდება, ეს ჯერ უცნობია.

თბილისელები "მეტალურგში" იჯარით გაშვებული გიორგი თექთურმანიძის დაბრუნებასაც აპირებდნენ, მაგრამ რუსთაველთა მთავარ მწვრნელს, კობა ჟორჟიკაშვილს 21 წლის პლეიმეიკერის ეიმედება და ამ ფეხბურთელის იჯარის გაგრძელება სურს.

რუსთაველთა სამეული დინამოში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
რომან ფიფია: გოგიტა გოგუა, ალბათ, თბილისის "დინამოს" დატოვებს

თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი

დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი

უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მაინც მგონია რომ რუსთაველთა წარმატება მწვრთნელის დამსახურებაა და არა მმართველი დირექტორის.უსაზღვრო ამბიციების მქონე საშუალო ნიჭის მქონე ბუბა ტყავაძე იმ ბაყაყს მაგონებს სპილოს ზომის რომ უნდა გახდეს. დაველოდოთ მომავალ სეზონს, დინამო ისევ წნეხის ქვეშ მყოფ არაფრით გამორჩეულ გუნდად დარჩება, იმიტომ, რომ უცხოელი მწვრთნელის მუშაობაში ბუბა ჩაერევა, ხომ ხედავთ ფეხბურთელებს უკვე თავის შეხედულებით არჩევს, რა იცის ჩაჯდებიან მის მიერ შერჩეული ფეხბურთელები გერმანელი მწვრთნელის სათამაშო სქემაში. ეხ! ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები მეცოდებიან გზაზე ბუბასნაირს რომ გადაეყრებიან, მას არც ნიჭიერები და არც ინდივიდუალისტები არ უყვარს, სამაგიეროდ უსიტყვოდ მორჩილებზე გიჟდება!
nuca
17 ივნისი 2012 14:06
0
მე მაინც მგონია რომ რუსთაველთა წარმატება მწვრთნელის დამსახურებაა და არა მმართველი დირექტორის.უსაზღვრო ამბიციების მქონე საშუალო ნიჭის მქონე ბუბა ტყავაძე იმ ბაყაყს მაგონებს სპილოს ზომის რომ უნდა გახდეს. დაველოდოთ მომავალ სეზონს, დინამო ისევ წნეხის ქვეშ მყოფ, არაფრით გამორჩეულ გუნდად დარჩება, იმიტომ, რომ უცხოელი მჭვრთნელის მუშაობაში ბუბა ჩაერევა, ხომ ხედავთ ფეხბურთელებს უკვე თავის შეხედულებით არჩევს, რა იცის ჩაჯდებიან მის მიერ შერჩეული ფეხბურთელები გერმანელი მწვრთნელის სათამაშო სქემაში. ეხ! ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები მეცოდებიან გზაზე ბუბასნაირს რომ გადაეყრებიან, მას არც ნიჭიერები და არც ინდივიდუალისტები არ უყვარს, სამაგიეროდ უიტყვოდ მორჩილებზე გიჟდება!
nuca
17 ივნისი 2012 13:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული