ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით

AutoSharing Option
აზერბაიჯანის "ნეფთჩის" მთავარმა მწვრთნელმა ბეიუკაგა გაჯიევმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრის შედეგზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც მის გუნდს საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" შეახვედრა.

"კენჭისყრა მომეწონა. შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. მიხარია, რომ ქართული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

ყველა ჩვენი პოტენციური მეტოქე ძლიერი იყო. "ზესტაფონის" ბარიერის გადალახვა კი შეგვიძლია.

რაც შეეხება იმას, რომ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გავმართავთ, გამარჯვებულისთვის ("ნეფთჩი" იგულისხმა) ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ დამღლელი გზა არ გვექნება.

ამ წყვილში ფავორიტი, რა თქმა უნდა, "ნეფთჩია". მიუხედავად იმისა,
რომ ქართველები რეიტინგით უფრო მაღლა დგანან, "ზესტაფონი" არც ზაგრების "დინამოა" და არც ბელგრადის "პარტიზანი".

ადრე ქართულ კლუბ "სიონთან" ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით. ახლა კი რევანშის დრო დადგა.

"ზესტაფონთან" გამარჯვება "სიონთან" მარცხისთვის შურისძიება იქნება", - თქვა გაჯიევმა.

მომზადებულია azerisport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ
:
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ცუდად გვაქვს ქართველებს საქმე როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო დონეზე, მხშირად გაიგონებთ გულშემატკივრებისგან ქართულუ ფეხბურთი მოკვდაო, მიუხედავად ამისა აზერებს,სომხებს და მათ ნაირ გუნდებს მკვდრები კი არა 10 წლის დამარხულებიც რომ ვიყოთ მაინც თავზე გადავახევტ ბურთს
goga
13:27 26-06-2012
0
იმედია კარტული კლუბები ყველა გადალახავს პირველ ეტაპს
givi
12:36 26-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული