"კენჭისყრა მომეწონა. შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. მიხარია, რომ ქართული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.
ყველა ჩვენი პოტენციური მეტოქე ძლიერი იყო. "ზესტაფონის" ბარიერის გადალახვა კი შეგვიძლია.
რაც შეეხება იმას, რომ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გავმართავთ, გამარჯვებულისთვის ("ნეფთჩი" იგულისხმა) ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ დამღლელი გზა არ გვექნება.
ამ წყვილში ფავორიტი, რა თქმა უნდა, "ნეფთჩია". მიუხედავად იმისა,
ადრე ქართულ კლუბ "სიონთან" ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით. ახლა კი რევანშის დრო დადგა.
"ზესტაფონთან" გამარჯვება "სიონთან" მარცხისთვის შურისძიება იქნება", - თქვა გაჯიევმა.
მომზადებულია azerisport-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს