საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბები სათათბიროდ დაიბარა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგის კლუბებთან შეხვედრა 28 ივნისს დანიშნა დამდეგი ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების დებულებისა და მართვის პროექტის განსახილველად.

წინა კვირას "ლელოში" გამოქვეყნდა მართვის პროექტი (იხილეთ ვრცლად), ანუ თუ როგორ უნდა ჩატარდეს უმაღლესი ლიგა, როგორ დაინიშნებიან მსაჯები და დელეგატები, როგორ შეიქმნება კლუბთა საბჭო და ასე შემდეგ.

მართვის პროექტი აგრეთვე მოიცავს საპრიზო ფონდის, 2 000 000 ლარის გადანაწილების პრინციპს.

მართვის პროექტში მითითებული არ იყო სამონაწილეო თანხა. ახლა კი შევიტყვეთ, რომ ფედერაციამ კლუბებს უკვე დაუდგინა ოდენობა: 52 000 ლარი. ეს
თანხა მოიცავს უმაღლეს ლიგას (40 000 ლარი) და დუბლების ჩემპიონატს (12 000 ლარი).

დებულების პროექტში მითითებულია ის წესი, რომლის მიხედვითაც უნდა გაირკვეს, თანაბარი ქულების შემთხვევაში რომელ გუნდს მიენიჭება უპირატესობა.

ფედერაციის სურვილია, რომ ასეთ დროს უპირატესობა მიენიჭოს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს.

და კიდევ, უცხოელი ფეხბურთელის აყვანის შემთხვევაში კლუბმა ფედერაციას 15 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

ერთი სიტყვით, ფედერაციამ პროექტი უკვე გაამზადა და ვნახოთ, როგორ მოიწონებენ მას კლუბები.

ფედერაციამ კლუბები 28 ივნისს დაიბარა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ. ეს სირცხვილია, მეტი არაფერი
დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული