ბუბა ტყავაძე: ცხადია, თბილისის "დინამოს" მოთხოვნებს ყველა ვერ დააკმაყოფილებს

AutoSharing Option
დარჩებიან ოთარ ხიზანეიშვილი და გოგიტა გოგუა "დინამოში"? რატომ არ ითამაშეს "ვიტ ჯორჯიასთან" საკონტროლო შეხვედრაში დავით ოდიკაძემ და ალეკო კოშკაძემ და აპირებენ თუ არა თბილისელები რუსთავის "მეტალურგიდან" რევაზ გეწაძის მიწვევას?

ამ კითხვებით 26 ივნისს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ თბილისის "დინამოს" მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს მივმართეთ.

- გოგუამ "დინამო" დატოვა?
- რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი - და ეს ამბავი ჩემს დანიშვნამდე მოხდა - გოგუა ტრანსფერზეა. ის კლუბმა გარკვეულ თანხად შეაფასა და ვინც ამ თანხას გადაიხდის, შეუძლია კონტრაქტი გააფორმოს.

- ანუ ის "დინამოდან" წამსვლელია...

- როგორც ვიცი, კლუბსა და მოთამაშეს შორის არის შეთანხმება, რომ გოგუა მიდის. ახლა მოლაპარაკების დასრულებას ველოდებით.

- ვისთან, გორის "დილასთან"?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით.

- ოთარ ხიზანეიშვილიც მიდის?
- ხიზანეიშვილს კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბმა მისი გაგრძელდება აღარ გადაწყვიტა.

- მართალია, რომ ალეკო კოშკაძე "ზუგდიდში" ითამაშებს, დავით ოდიკაძე კი საჩხერის "ჩიხურაში"?
- სეზონის დასრულების შემდეგ მათზეც კლუბმა იგივე გადაწყვეტილებები მიიღო და ახლა ორივეზე მოლაპარაკების დასრულებას ველოდებით.

სხვა ვინ გაინტერესებთ? კონტრაქტი დაუმთავრდა სოსო გრიშიკაშვილსაც.

საკონტროლო მატჩების შემდეგ მთავარ მწვრთნელთან კიდევ დავილაპარაკებთ. ცხადია, "დინამოს" მოთხოვნილებებს ყველა ვერ დააკმაყოფილებს და ზოგს მეორე გუნდში მოუწევს გადასვლა, ზოგიერთს კი - წასვლა.

- მამუკა ღონღაძის ტრანსფერი გამოირიცხა თუ ამაზე ლაპარაკი არც ყოფილა?
- ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამ მოლაპარაკების თაობაზე არაფერია ცნობილი.

- ითქვა, რომ რევაზ გეწაძის გადმოყვანას აპირებთ...
- ჯერჯერობით ასეთი მოლაპარაკება არ გვქონია.

- დუშან უჰრინი-უფროსი "დინამოში" სელექციას გააკონტროლებს. ამის გამო კითხვა გაჩნდა, გუნდის აკადემიის ესპანელ ხელმძღ
ვანელს, კარასკოს ხომ არ უშვებთ? მან საქმე "ხუთიანზე" ააწყო...
- კარასკო რჩება. არავის უთქვამს, რომ უფროსი უჰრინი აკადემიას ან კონკრეტულად რომელიმე სფეროს მიხედავს. უბრალოდ, დიდი გამოცდილება აქვს, საქართველოში უმუშავია, აქაურობას მშვენივრად იცნობს და შვილს კონსულტაციას გაუწევს.

გამოცდილება არ იკარგება და მისი გამოუყენებლობა არასწორი იქნებოდა.

ხიზანეიშვილს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამომ" დუშან უჰრინი და ბუბა ტყავაძე წარადგინა
რომან ფიფია: გოგიტა გოგუა, ალბათ, თბილისის "დინამოს" დატოვებს
თბილისის "დინამო" ლატვიის ბომბარდირ მამუკა ღონღაძეს იმატებს?
თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?
თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი
ბუბა ტყავაძე ჩემპიონს არ ცნობს და ილია კოკაიას ძველ ამბებს უხსენებს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
გული მწყდება, რომ გულშემატკივარი ნაკლებ ყურადღებას იჩენს დინამოში მიმდინარე პროცესებისადმი. გულს უხარია დინამოს ინფრასტრუქტურას რომ ვუყურებ და ამისთვის მადლობა ბატონ რომანს, მაგრამ კლუბი გულშემატკივრის გარეშე კონკურენტუნარიანი ვერ გახდება ევროპის გრანდებთან მიმართებაში. ამიტომ კლუბის მფლობელი ყურადღებით უნდა უსმენდეს გულშემატკივარს და ითვალისწინებდეს მის მოსაზრებას. ქართველ გულშემატკივარს კი სურს დინამოს მიერ საკუთარ სტადიონზე ლივერპულის დამარცხება კიდევ იხილოს. მე მომხრე ვარ უცხოელმა მწვრთნელმა ქართველი სპეციალისტების დახმარებით შექმნას ისეთი პრაქტიკა, რომელიც ქართული ფეხბურთის ფილოსოფიას ახლებურად განავითარებს თანამედროვე ფიზმომზადებისა და ტაქტიკის გამოყენებით. ამ მიმართულებით დინამო ქართული ფეხბურთის ავანგარდი უნდა იყოს!იმის ფონზე, რომ აფრიკელები და სლავები ბუნებრივად ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან,ფიზიკურური კონდიციებით მათ ვერ გადავასწრებთ, ამიტომ ჩვენს ფეხბურთსი ქართული ცეკვის სადარი არტისტიზმი და ინდივიდუალიზმი უნდა განვავითაროთ. გული მწყდება, რომ ქართველი ვარსკვლავი ახალგაზრდებშიც არა ჩანს, იმიტომ რომ მწვრთნელები არც ვარჯიშზე და არც მოედანზე ორი შეხების შემდეგ ბურთის ფლობას ახალგაზრდებს უკრძალავენ, არ აჩვევენ მოედანზე აზროვნებას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას, ამას დინამოში დაემატება ბუბა ტყავაძის რუსული ახრანკისეული მეთოდები, რომელიც ითვალისწინებს გუნდში ამბისმიმტან, მორჩილი ფეხბურთელების წახალისებას, ხოლო დისციპლინის მცირედი დარღვევისას სიამაყის, ლიდერის თვისებების მქონე ფეხბურთელების გაძევებას და რაც აქედან გამოდის ყველა ვხედავათ, ყიფიანისა და ქინქლაძის მონაცემების მოზარდი ქართულ ფეხბურთში ათწლეულებია აღარ ჩანს!სამაგიეროდ არშემდგარი ფეხბურთელები სპორტული დირექტორის აპმლუაში დარწმუნებული ვარ ფეხბურთის ქართველ მომავალ ვარსკვლავებს საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე არ სწყალობენ!
nuca
17:20 27-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული