სამწუხაროდ, ეს გამოცდილება ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან შარშანწინ "ოლიმპი" დამარცხდა. ამიტომ ყველანაირად შევეცდებით, ეს სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ.
რაც შეეხება უშუალოდ გუნდს, ჯერჯერობით მასზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მოვიპოვებთ და მის გამოყენებას შევეცდები", - თქვა "ტორპედოს" პრესსამსახურთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.
25 ივნისს ქუთაისის "ტორპედო" ავსტრიაში დონეცკის "შახტართან" ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა. უკრაინელებს ტორპედოელები მოეწონათ.
ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი კი ამბობს, რომ მის ფეხბურთელებს გამარჯვების რწმენა აკლიათ:
"მოთამაშეებმა უნდა
მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ფსიქოლოგიური მომზადებაა. მიმაჩნია, რომ ამ კუთხით "შახტართან" შეხვედრამ კარგი სამსახური გაგვიწია.
მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, მიმაჩნია, რომ მაინც ბევრი დადებითი მხარე გამოვაჩინეთ. რომ არა შეცდომები, შეიძლებოდა, მატჩი სხვა შედეგითაც დასრულებულიყო. ორივე გოლი სწორედ შეცდომების გამო გავუშვით.
ასეთი სპარინგების დადებითი მხარე ისიც არის, რომ ფეხბურთელებმა ნახეს, ევროპული დონის კლუბები სულ სხვა სისწრაფით თამაშობენ და ამ ტემპთან შეჩვევა მოგვიწევს", - ამბობს გეგუჩაძე.
"ტორპედო" ავსტრიაში ბოლო საკონტროლო მატჩს გერმანიის მესამე ბუნდესლიგელ "კარლსრუესთან" 28 ივნისს გამართავს, 29-ში კი გუნდი საქართველოში დაბრუნდება.
გია გეგუჩაძე - ყველაფერი ფსიქოლოგიური მომზადებით იწყება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ
ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელებისგან ქება დაიმსახურა
ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტართან" თავი არ შეირცხვინა
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო