"აქტობე" უნდა დავამარცხოთ! - ქუთაისში ტორნადოა მოსალოდნელი

AutoSharing Option
შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისში ევროთასები ბრუნდება და ადგილობრივი გულშემატკივრები "აქტობესთან" შეხვედრას ოპტიმიზმით ხვდებიან.

"დიდი ხანია, "ტორპედოს" ევროთასებზე არ უასპარეზია და ამ შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივრები ყოველმხრივ მომზადებულნი ვართ. გპირდებით, რომ ქომაგთა კლუბი "ტორნადო" ტრიბუნებზე მართლაც ტორნადოს დაატრიალებს.

ყველა ქუთაისელს მოვუწოდებთ, რომ სტადიონზე მოვიდეს და "ტორპედოს" გვერდში დაუდგეს.

ჩვენს გუნდს საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. "აქტობეს" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში შემდეგი მეტოქე "მილსამი" იქნება და ვფიქრობთ, მესამე ეტაპზე გასვლის კარგი შანსები გვაქვს", - გვითხრეს ქუთაისური გუნდის გულშემატკივრებმა, აკაკი კაკუშაძემ (გულშემატკივართა კლუბ
"ტორნადოს" ხელმძღვანელი) და თორნიკე ფხაკაძემ, რომლებიც გუშინ გულშემატკივართა ჯგუფთან ერთად ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საყვარელი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ.

ტორპედოელთა წვრთნა თავდაპირველად საღორიის საწვრთნელ ბაზაზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა და გია გეგუჩაძემ გუნდი ცენტრალურ სტადიონზე ავარჯიშა, სადაც თეორიული მომზადებისთვის უკეთესი პირობებია.

ქუთაისის ცენტრალური არენა საევროთასოდ სრულ მზადყოფნაშია. განსაკუთრებით, ხარისხიანი მოედნის საფარია თვალშისაცემი.

წვრთნის დაწყებამდე ტორპედოელები მამა ავთანდილმა დალოცა და მომავალ მატჩებში ღვთის შეწევნა უსურვა.

ვარჯიშამდე გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები მასმედიის წარმომადგენლებსაც გაგვესაუბრნენ.

გია გეგუჩაძე:
"კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა მნიშვნელობის თამაში გველოდება და გულშემატკივრების წინაშე დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით. საბედნიეროდ, ტრავმირებულები არა გვყავს.

მეტოქეს რაც შეეხება, მათი თამაში ბოლომდე შესწავლილი არა გვაქვს. ძალიან რთული იყო მასალის მოძიება. ინფორმაცია გვქონდა, რომ ჩემპიონატში ბოლო თამაშს გადადებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციით გარკვეული შთაბეჭდილება შევიქმენით.

"აქტობე" საკმაოდ კარგი გუნდი და ძალიან უხერხული მეტოქეა. ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა, ამასთან ერთად, ჰყავს რამდენიმე გამოცდილი, სანაკრებო დონეზე ნათამაშებ
ი ფეხბურთელი.

ევროთასებზე ქართული გუნდებისთვის ყაზახური კლუბები, ტრადიციულად, საკმაოდ უხერხული მეტოქეები არიან. სტატისტიკურადაც მათთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს.

რთული ბრძოლა მოგველის, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს ტრადიცია დავარღვიოთ და შედეგიანი თამაშით სტატისტიკაც ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ".

ომარ მიგინეიშვილი:
"გუნდში საბრძოლო განწყობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

"აქტობეს" შემტევებზე ბევრი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ვეცდები, რომ კარი მშრალად შე
ვინახო.

დავით გამეზარდაშვილი:
"აქტობე" ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. რამდენჯერმე თავისი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. როგორც ვიცი, ხისტ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ.

სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ".

ლექსო კვახაძე:
"მეტოქე ბრძოლისუნარიანი და კარგი გუნდია. ევროთასებზე ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა არც ჩვენ გვყავს ცუდი გუნდი და გულშემატკივრებს ბრძოლასა და თავდადებას ვპირდებით".

ასეთი არის "ტორპედოს" მწვრთნელთა და ფეხბურთელთა განწყობა "აქტობესთან" მატჩის წინ.

"ტორპედოს" ვარჯიში დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყო. თავდაპირველად ფეხბურთელები ფიზმომზადების მწვრთნელმა ივო კატუშიჩმა დატვირთა, გოლკიპერებს კი ცალკე მეკარეების მწვრთნელი დავით ჯანელიძე ავარჯიშებდა.

შემდეგ, ჩვეულებისამებრ, იყო "კვადრატები" და მოედნის ნახევარზე თამაში. დასკვნით ვარჯიშს "ტორპედო" 4 ივლისს ისევ ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარებს. მანამდე კი გია გეგუჩაძე 18 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

რაც შეეხებათ სტუმრებს, "აქტობე" 4 ივლისს დაახლოებით 12-13 საათზე ბათუმში ჩამოფრინდება და იქიდან ქუთაისისკენ აიღებს გეზს. სტუმრები სასტუმრო "იმერში" დაბინავდებიან.

ყაზახური კლუბის რუსი მწვრთნელი ვლადიმირ მუხანოვი პრესკონფერენციას ქუთაისის მთავარ არენაზე 19 საათსა და 30 წუთზე გამართავს. შემდეგ კი სტუმრები მატჩისწინა ვარჯიშს იქვე ჩაატარებენ.

"აქტობე" უხერხული მეტოქეა, მაგრამ უნდა დავამარცხოთ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროტურნირების წინ - ქუთაისის "ტორპედო" ევროპას უბრუნდება!
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
ქუთაისის "ტორპედო" ქომაგს: თუ ნორმებს დავიცავთ, მე-3 ეტაპსაც ვუმასპინძლებთ
დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუგებარია, რატომ არ იცნობ მეტოქეს?
2 წლის წინ 2 თამაში ჩაატარა მეტალურგთან, ნუთი ვიდეო არ არის შენახული? ან მახარაძეს მაინც კითხონ ან რუსთავის ფეხბურთელებს.
ცარიელი ბლატაობით კიდევ შევრცხვებით.
ramo
13:52 04-07-2012
0
ორი წლის წინ ჩატარებული 2 თამაშით შენ ალბათ სერიოზულად იმსჯელებდი
ivane
15:02 04-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული