ტეუტა-მეტალურგი 0:3 - რუსთაველებმა საქმე უკვე მოამთავრეს

AutoSharing Option
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, "მეტალურგი" კი უზარმაზარი უპირატესობის გოლად ქცევას ვერ ახერხებდა.

რუსთაველთა თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა 75-ე წუთზე მოედანზე გუნდის "ჯოკერი", დიმიტრი ტატანაშვილი შეუშვა და მანაც მწვრთნელს იმედები სულ რაღაც ორიოდე წუთში გაუმართლა.

ამ გოლმა მოჯადოებული წრე გაარღვია და დარჩენილ წუთებში "მეტალურგის" ფეხბურთელებმა, რომლებმაც მანამდე უამრავი საგოლე მომენტი გააფუჭეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გამოიჩინეს.

რევაზ გეწაძის გოლმა მასპინძლები უშანსოდ დატოვა, "საკონტროლო გასროლა" კი გივი კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით განახორციელა.

სასიხარულოა, რომ "მეტალურგი" ევროტურნირების სტარტს ჩინებული ფორმით შეხვდა. რაღა თქმა უნდა, "ტეუტა" საკმაოდ
სუსტი გუნდია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირზე სამბურთიანი უპირატესობით გამარჯვება, მით უფრო, სტუმრად, ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უკვე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც გაცილებით სოლიდური მეტოქე, ჩეხური "პლზენი" ელოდება.

ამის მიუხედავად, "მეტალურგის" თამაშის ხარისხმა იმედი მოგვცა, რომ რუსთაველები შემდეგ მოწინააღმდეგეს ღირსეულად შეებრძოლებიან და თავისი წილი შანსის გამოყენებას შეეცდებიან.

მანამდე კი "ტეუტას" ძლევა თბილისშიც აუცილებელია - ამით "მეტალურგი" თავადაც შეიმატებს ძალიან მნიშვნელოვან სარეიტინგო ქულებს და საერთო ქართულ ყულაბაშიც საკუთარ შენატანს განახორციელებს.

ახლა კი "მეტალურგს" ეფექტური გამარჯვება უნდა მივულოცოთ და შემდეგი მეტოქის დაძლევაც ვუსურვოთ.

ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
5.07. დურესი. ნიკო დოვანა. 1 000 მაყურებელი
ტეუტა-მეტალურგი 0:3

0:1 ტატანაშვილი (77), 0:2 გეწაძე (84), 0:3 კვარაცხელია (90. პენ.)

ტეუტა მეტალურგი
4-5-1 4-2-3-1
რიზვანი ბედიაშვილი
შეტა კაკუშაძე
დელიალისი კვარაცხელია
ა. ჰოხა მახვილაძე
ბუიუ სუხიაშვილი
დოსტი რაზმაძე
ოსმანი დობროვოლსკი
იაკუპი ჯაფარიძე
მანჩაკუ ი. მაისურაძე
ველიაი გეწაძე
ნიკა სიხარულიძე

მწვრთნელები
ჰ. ლიკა კ. ჟორჟიკაშვილი

ტეუტა
63. მანჩაკუ - ბაიაზიტი
70. ოსმანი - ბაკიასი
72. დოსტი - ემინჰაზირი
სათადარიგოები: ჰოხმა, რ. ჰოხა, დევოლი, კაუშაი

მეტალურგი
46. კაკუშაძე - თექთურმანიძე
60. დობროვოლსკი - მიქაბერიძე
75. სიხარულიძე - ტატანაშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, გავაშელიშვილი, ქავთარაძე

გაფრთხილება: ა. ჰოხა (56), დელიალისი (66), შეტა (90)

არბიტრი: პ. სატონი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ
მკითხველის კომენტარები / 5 /
კადრები არ მოგვეპოვება? :(
zid-ანი
15:06 07-07-2012
0
ყოჩაღ ჟორჟიკაშვილს! ვინც თამაშს უყურებდა დამერწმუნება, როგორც კომპიუტერში ჯოესტიკებით ითამაშო ისე ათამაშებდა გუნდს მთელი თამაში ისე მართავდა.არ დამჯდარა და არ გაჩუმებულა
შაკო
17:23 06-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული