გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება

AutoSharing Option
- მოლოდინი გამართლდა, მძიმე თამაში გვქონდა. იყო ეპიზოდები, როცა მოწინააღმდეგე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.

მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხის შესატანად მივმართეთ გარკვეულ გადაადგილებებს, გავაძლიერეთ შეტევა და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ.

- ყაზახური გუნდისგან ძალისმიერ ფეხბურთს ველოდით, თუმცა "აქტობე" საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი აღმოჩნდა. მეტოქის შეფასებაში შეცდომა ხომ არ იყო დაშვებული?
- მატჩამდეც ვამბობდი, რომ საკმაოდ ტექნიკური გუნდია და მათი ასეთი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა. "აქტობე" საკმაოდ კვალიფიცირებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა ეროვნული ნაკრების წევრია.

წინ
განმეორებითი მატჩია და ყაზახებთან კვლავ დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

- აშკარად გამოჩნდა, რომ მეტოქესთან შედარებით, "ტორპედოს" სათამაშო პრაქტიკა აკლია...
- გეთანხმებით. ბოლო მატჩი, ისიც ამხანაგური, 25 ივლისს დონეცკის "შახტართან" გავმართეთ. ჩვენს მეტოქეს კი ყაზახეთის ჩემპიონატში აქვს თამაშები და უკეთეს ფორმაშიც იმყოფება.

- აშკარაა, რომ ამ შემადგენლობით "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაშიც გაუძნელდება ევროთასებზე ასპარეზობა. გეგმავთ თუ არა გუნდის გაძლიერებას?
- ვფიქრობ, რომ რესურსი ჩვენს გუნდს გააჩნია. გვჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა ამ ეტაპზე რეზერვში მყოფმა ფეხბურთელებმა სათანადო კონდიციებს მიაღწიონ და გუნდი გააძლიერონ.

დამერწმუნეთ, თადარიგში საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ.

გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაძლიერებაზეც ვფიქრობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედი და დაპირება კარგია და ალბათ რაღაცა გამოსწორდება, მაგრამ თუ ფეხბურთელებმა არ იმოძრავეს და ერთმანეთს უყურეს როდის მოატყუებს პარტნიორი მოწინააღმდეგეს, შემდეგ მიუტანს ბურთს, დაუდებს წინ და ,,უჯიკებს" ახლა შენ მიხედე საქმესო ასე არაფერი არ გამოვა. ფეხბურთში სიარულით და კენწვლით ვერ მოიგებ. სირბილიც საჭიროა და დროული პასი, ნუ მთლიან ტაქტიკაზე აღარ ვლაპარაკობ. ტორპედომ გუშინ ძალიან სუსტი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. სადღაც სომხური ,,პიუნიკის" დონეზე. სიმართლე უნდა ითქვას და საქმეს მიეხედოს.
merab
16:31 06-07-2012
0
მე ამ კაცის მჯერა, იმას რა დამავიწყებს, კრაკოვის ვისლას კუდით ქვა რომ ასროლინა დინამომ, კრაკოვის სტადიონზე იმ თამაშს ათიოდე ქართველი ვქომაგობდით, მიდი გია მიაწექი საქმეს !!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული