სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა

AutoSharing Option
სოსო გრიშიკაშვილს "დინამო თბილისი" ძალიან ცუდად მოექცაო - ეს ამბავი პირველად გურამ კაშიასგან შევიტყვე და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა...

გრიშიკაშვილი ერთ დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე იყო. თბილისის "დინამოშიც" არაერთი სეზონი უთამაშია. ბოლოს "დინამოში" ცხინვალის "სპარტაკიდან" გადავიდა, წინა სეზონში "დინამოში" იყო, მაგრამ...

გრიშიკაშვილის ამბავი ძალიან საყურადღებოა. ეს არ არის მხოლოდ სკანდალი. აქ ისეთი ადამიანური და პროფესიონალური ნიუანსები იკვეთება, რომ ყველაფერი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს...

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გრიშიკაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ...

- მაიც რა მოხდა, საიდან დაიწყო ეს ამბავი?
-
შარშან აგვისტოში გამირთულდა ტრავმა, მარჯვენა მხრის სახსარმა ძალიან შემაწუხა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ კუნთი 18 სანტიმეტრით იყო გაწყვეტილი. ოპერაციის გაკეთება კი მხოლოდ ნოემბერში მოვახერხე.

- რატომ გაჭიანურდა ოპერაციის გაკეთება?
- "დინამოში" მპირდებოდნენ, დღეს-ხვალ გაგიკეთებთ ოპერაციასო. მერე კი მითხრეს, კლუბი ოპერაციას არ გაგიკეთებსო. ზურაბ პოლოლიკაშვილი და გია ნემსაძე ამ საკითხს დამოუკიდებლად ვერ წყვეტდნენ, თორემ გვერდში დგომის სურვილი ნამდვილად ჰქონდათ.

ვიფიქრე, ჩემით მოვაბამ ამ ყველაფერს-მეთქი თავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე რა ოპერაციაც მჭირდებოდა, საქართველოში ჯერ არ გაუკეთებიათ და ასეთ რამეს აქ ვერ გარისკავდნენ.

- და რა გადაწყვეტილება მიიღე?
- ალექსანდრე რეხვიაშვილის დახმარებით რიგაში წასვლა გადავწყვიტე. მან მოახერხა და ოპერაცია ფასდაკლებით გამიკეთეს. იქ არის ასეთი ექიმი: ვალდის ანდერსონი, რომელსაც 29 ასეთი ოპერაცია აქვს გაკეთებული ენ-ეიჩ-ელის ჰოკეისტებისთვის. მან მითხრა, ასეთი მწვავე ფორმა ჯერ არ შემხვედრია და მართლაც, უკვე იქამდე იყო საქმე მისული, რომ ცოტაც და განგრენა დამეწყებოდა.

- როგორ ფიქრობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ გულთან ახლოს რატომ არ მიიტანა შენი მდგომარეობა?
- ყველაზე საწყენი სწორედ ის არის, რომ არაერთი წელი გამიტარებია "დინამოში" და ასე მომექცნენ. თანაც, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა და ტრავმა ვარჯიშზე მივიღე.

"დინამოს" პოზიციით გაოგნებული ვარ. მინდოდა კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა, მაგრამ მითხრეს, შენთან ლაპარაკი არ სურსო.

- მაინც რა თანხა ჯდებოდა შენი ოპერაცია?
- გერმანიაში რომ გამეკეთებინა ოპერაცია, 12 000 ევრო დაჯდებოდა, ლატვიაში კი 6 000 ღირს მარტო ოპერაცია, რასაც რეაბილიტაციის არცთუ ცოტა ხარჯებიც ემატება. რეაბილიტაციას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.

პირველი ოპერაცია რომ გავიკეთე რიგაში, ოთხ საათს გაგრძელდა. ვალდის ანდერსონს სარეაბილიტაციო კლინიკაც აქვს, მაგრამ უსახსრობის გამო იქ ვეღარ დავრჩი. ამის გამო მეორეჯერაც შევიქენი საოპერაციო და ისევ რიგაში მომიწია ჩასვლა. პირველი ოპერაციის წინ ფინანსურად დამეხმარნენ ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე და ცხინვალის "სპარტაკის" ფეხბურთელი ლევან ჭაფოძე; მეორე ოპერაციის წინ კი "დინამოს" ფეხბურთელებმა შემიგროვეს გარკვეული თანხა.

ვერც მეორე ოპერაციის შემდეგ დავრჩი რიგაში რეაბილიტაციისთვის. დანიშნულება ჩამოვიტანე და "დინამოს" ექიმ მერაბ ვარძუკაშვილთან და კლუბის ფიზიოთერაპევტებთან ვმკურნალობდი. ცოტა ხანში კი ისეთი რამ მოხდა, რომ...

- კიდევ რაღაც პრობლემა შეგექმნა?
- აპრილი იყო, რომ გამომიცხადეს, დიღმის ბაზაზე მოსვლა აკრძალული გაქვსო. ბოლო თვენახევრის ხელფასიც აღარ მომცეს. ყველა გაოგნებული იყო. ერთხელაც მოვინდომე კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა და ისევ უარი მივიღე.

- "დინამოსთან" გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ ტრავმის შემთხვევაში კლუბმა უნდა დააფინანსოს მკურნალობა?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წერია, მაგრამ მარტო ამაში ხომ არ არის საქმე, ამის გარდა ადამიანური ფაქტორიც ხომ არსებობს?! მანამდე სად აღარ მითამაშია - რუსეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უწინდელ "დინამოში" და როცა ტრავმა მიმიღია, კლუბი გვერდში დამდგომია.

როცა "დინამოს" სხვა პატრონი ჰყავდა და კლუბს ბუბა ტყავაძე მართავდა, სამკურნალოდ გერმანიაში გამიშვეს, ახლა კი... ვისაც არ მოვუყევი ეს ამბავი, ყველა გაოგნებულია.

ცხინვალის "სპარტაკში" რომ დამმართნოდა ასეთი რამ, დარწმუნებული ვარ, დიმიტრი სანაკოევი ყველანაირად გვერდში დამიდგებოდა.

- იურიდიულ მხარეს დავუბრუნდეთ. თუ კონტრაქტში მკაფიოდ გიწერია ყველაფერი, ამის გამოყენებას არ ეცდები?
- მინდოდა, რომ ყველაფერი ამის გარეშე მოგვარებულიყო. ვესაუბრე კლუბის დირექტორ სანდრო შახოვს. მან გულთან ახლოს მიიტანა ჩემი მდგომარეობა, მაგრამ საბოლოოდ არც ამ შეხვედრამ მოიტანა შედეგი.

ამის შემდეგ მივედი ფეხბურთის ფედერაციაში და წერილობით დავაფიქსირე ყველაფერი. ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, "დინამოში" მპირდებოდნენ, თამაშს თავს რომ დაანებებ, აკადემიაში დაგტოვებთო. ეს არაოფიციალურად იყო ნათქვამი, თუმცა მჯეროდა ამ ყველაფრის.

როცა ბაზაზე აღარ შემიშვეს და ხელფასიც შემიჩერეს, მერეღა მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ტრავმიანი ვვარჯიშობდი. როცა შარშან სექტემბერში რუსთავის "მეტალურგთან" თამაშის წინ გიორგი ლორია დაშავდა და ალექს გარსიამ მითხრა, ვიცი შენი მდგომარეობა, მაგრამ იქნებ ითამაშო, ასეთი მნიშვნელოვან მატჩზე გამოუცდელ ახალგაზრდას ვერ ჩავაყენებთ კარშიო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მარჯვენა ხელს ზემოთ ვერ ვწევდი, მაგრამ "ბოლკადა" გავიკეთე და მაინც ვითამაშე. ეს ისეთი ძლიერი პრეპარატია, ექვს თვეში ერთხელ შეიძლება მისი გამოყენება...

- კონკრეტულად რას ითხოვ "დინამოსგან"?
- მიუხედავად ყველაფრისა, მკურნალობის ხარჯების მხოლოდ 30 პროცენტის ანაზღაურებას. ყველა საბუთი მაქვს, თუ რა დაჯდა ჩემი ორი ოპერაცია...

- გავიგეთ, რომ კლუბმა აქეთ დაგაჯარიმა...
- საახალწლოდ მთელი გუნდი დაგვაჯარიმეს არასასურველი შედეგის გამო. სად არ მითამაშია და ყველგან მე-13 თვის ხელფასს გვაძლევდნენ საახალწლოდ, აქ კი...

- ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებას ვეღარ შეძლებ?
- დროულად რომ გამეკეთებინა ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესიც რიგიანად გამევლო, იყო ამის შანსი. ახლა კი ეს უკვე შეუძლებელია.

გრიშიკაშვილი VS დინამო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" განცხადება სოსო გრიშიკაშვილთან დაკავშირებით
გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...
მკითხველის კომენტარები / 6 /
რომან ფიფია შენი დროც მოვა და ნეტა ისეთი რამე დაგემართოს რამდენი ადამიანიც გამწარებული გყავს... ეგ შენი ფული უკან გაიყოლე შე უვიცო და მდაბიო ადამიანო!!!
lasha
18:59 09-07-2012
0
მაგარი მეცკინაა გრიშ მაგარი გულტან მივიტანე გმერთის ცკალობით ყველაფერი კარგად იქნება დზმაო. ადამიანს ეხლა სჯირდებოდა გვერდში დადგომა ამათ კიდე ........
daach
10:52 10-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული