ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სისხლი სჭირდება - სამიზნე ავთანდილ ბრაჭულია

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე "აქტობესთან" წაგებამ გამოაჩინა, რომ ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს გაძლიერება და "ახალი სისხლი" ჰაერივით სჭირდება.

შევიტყვეთ, რომ ქუთაისელებმა მოლაპარაკება დაიწყეს ყაზანის "რუბინთან" და ამ გუნდის ქართველი ლეგიონერის, ავთანდილ ბრაჭულის იჯარით დამატება სურთ.

20 წლის ბრაჭული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია და ორი წელია, "რუბინის" დუბლშემადგენლობაში თამაშობს.

ამას გარდა, შევიტყვეთ, რომ ქუთაისში მოსალაპარაკებლად იყვნენ ჩასულები ზუგდიდის "ბაიას" ცენტრალური მცველი ნიკა აფაქიძე და ამავე გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი ზვიად სიხარულია.

როგორ დასრულდა მოლაპარაკება, ჯერ უცნობია.

ბრაჭული ტორპედოში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ქუთაისელი ქომაგი გია გეგუჩაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ
აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული