"დინამომ" ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც წერია, რომ "სოსო გრიშიკაშვილის ოპერაცია, რომელიც მან ჩაიტარა საზღვარგარეთ, არ ყოფილა შეთანხმებული კლუბის ხელმძღვანელობასთან და არც კლუბის ექიმის მხრიდან გაკეთებულა ოფიციალური მომართვა აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, კლუბს ოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია".
იმავე განცხადებაში კლუბი ამბობს, რომ "თუ მოთამაშე თავისი შეხედულებისამებრ მოინდომებს მკურნალობას, დამსაქმებელი თავისუფლდება ხარჯებისაგან".
მოკლედ, კლუბი აცხადებს, რომ გრიშიკაშვილის
რა გაგრძელება მოჰყვა ამ ყველაფერს? ამის გასარკვევად ფეხბურთის ფედერაციაში ფეხბურთელის სტატუსის კომიტეტის წევრ რევაზ შენგელიას მივმართეთ. მან გვითხრა, რომ ეს დავა ამ კომიტეტმა უნდა განიხილოს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ საქმე არბიტრაჟს გადაეცეს განსახილველად.
შენგელიამ ისიც გვითხრა, რომ გრიშიკაშვილისგან კონკრეტულ მასალებს ელიან, სახელდობრ, იმ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც გრიშიკაშვილს მისცეს ვიზა ლატვიის საელჩოში.
გრიშიკაშვილს ფეხბურთელის სტატუსის კომიტეტის წევრებისთვის უთქვამს, ამ დოკუმენტში წერია, რომ "დინამო თბილისმა" ოფიციალურად მიმართა ლატვიის საელჩოს, თუ რა მიზნით აპირებდა გრიშიკაშვილი ლატვიაში წასვლას და რომ ამ ყველაფრის ხარჯებს კლუბი გაიღებდა.
ცხადია, თვითონ გრიშიკაშვილსაც დავუკავშირდით, თუმცა სოსომ გვითხრა, ამ ეტაპზე ინტერვიუსგან ან რაიმე მცირე კომენტარისგან თავს ვიკავებ, 17 ივლისს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ვაპირებ შეხვედრასო.
შევიტყვეთ, რომ ფიფია 16 ივლისს უნდა ჩამოსულიყო უცხოეთიდან თბილისში. კონფიდენციალურმა წყარომ ისიც გვითხრა, "დინამომ" ლატვიის საკონსულოს გრიშიკაშვილის თაობაზე ორჯერ მიმართა წერილობით - ერთხელ 2011 წლის ნოემბერში, მერე კი 2012 წლის თებერვალშიო. პირველი დოკუმენტის მოძიება გაძნელდება, მეორე წერილს კი გრიშიკაშვილი დღე-დღეზე ელის ლატვიის საკონსულოდანო. სავარაუდოდ, ამ დოკუმენტებზე ხელი "დინამოს" ყოფილ დირექტორს, ზურაბ პოლოლიკაშვილს აქვს მოწერილი.
მოკლედ, 17 ივლისს შესაძლოა, რომ გრიშიკაშვილმა ფიფიასთან აუდიენციაზე თანხმობა მიიღოს. საქმის გართულება, სკანდალის უფრო გაღვივება, წესითა და რიგით, "დინამოს" ხელს არ უნდა აძლევდეს.
გრიშიკაშვილისთვის ახლა ის არის მთავარი, რომ ლატვიელებისგან ზემოთ ნახსენები დოკუმენტები მოიპოვოს, თუ ისინი მართლა არსებობს.
როგორც გრიშიკაშვილმა ადრე გვითხრა, ის "დინამოსგან" ოპერაციის ხარჯების მხოლოდ ნაწილის დაფარვას მოითხოვდა, მაგრამ ამას მოჰყვა "დინამოს" ოფიციალური განცხადება და ჯერ უცნობია, გრიშიკაშვილი ისევ ნაწილობრივ მოითხოვს ოპერაციის ხარჯების დაფარვას, თუ - სრულად.
ეს ისეთი კონფლიქტია, რომლის ანალოგი ქართულ ფეხბურთში მანამდე არ მომხდარა. ვინ დარჩება გამარჯვებული? ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან გრიშიკაშვილს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ არ წარუდგენია დოკუმენტაციის სრული ნუსხა.
ისე, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ ფიფია და გრიშიკაშვილი შეთანხმდებიან და კონფლიქტი მალევე დასრულდება - საქმე ხომ რამდენიმე ერთეულ ათას ევროს ეხება...
იქნება დღეს აუდიენცია? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: გულადის "დინამო" სარატოვი ჰგონია?
თბილისის "დინამოს" განცხადება სოსო გრიშიკაშვილთან დაკავშირებით
თბილისის "დინამო": სოსო გრიშიკაშვილთან გაუგებრობა აუცილებლად ამოიწურება
სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...