"ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ვითამაშეთ, რაზეც მეტ წილ პასუხისმგებლობას მე ვიღებ.
დღეს თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ. წინ კიდევ 90 წუთია, ყველაფერი საქართველოში გადაწყდება.
დღეს "ნეფთჩი" ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, პირველი ორი გოლი კი ფატალურ შეცდომებს მოჰყვა".
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მასპინძლების მწვრთნელმა თარლან ახმედოვმაც:
"ამ მოგებას ბიუქაღა გაჯიევს (ჯანმრთელობის გაუარესების გამო "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელი თამაშს ვერ დაესწრო -
ვიცოდით, რომ მეტოქისთვის გახსნილი თამაშის უფლება არ უნდა მიგვეცა. გვქონდა ხარვეზები, თუმცა "ზესტაფონის" ორი შეცდომა გამოვიყენეთ და მიყოლებით გავიტანეთ ორი გოლი.
ეს მხოლოდ "ნეფთჩის" კი არა, აზერბაიჯანული ფეხბურთის გამარჯვებაა".
ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ!