ყველაფერი ყაზახურ "აქტობესთან" ევროპის ლიგაზე მტკივნეულმა მარცხმა განაპირობა.
"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბმა მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ორმხრივი შეთანხმებით, ცენტრალურ მცველებს, კაპიტან დავით გამეზარდაშვილსა და თემურ ფარულავას კონტრაქტი შეუწყვიტა.
30 წლის გამეზარდაშვილი "ტორპედოში" 2011 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში 35 თამაშში 5 გოლი გაიტანა. 28 წლის თემურ ფარულავა კი ქუთაისურ გუნდში 3 წელი, ჯერ კიდევ პირველი ლიგიდან მოყოლებული ასპარეზობდა და უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" აღზევების შემდეგ
ბოლო ინფორმაციით, გამეზარდაშვილის დამატება "ზუგდიდს" სურს, ფარულავას კი ფოთის "კოლხეთში" იწვევენ, სადაც ადრეც უთამაშია.
ჩვენი ინფორმაციით, წმენდა ამით არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას უნდა ველოდოთ.
მერაბ გიგაურთან კი ახალი კონტრაქტი გაფორმდა. 19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კლუბს მომავალი 2017 წლის 1 აგვისტომდე დაუკავშირა.
გიგაური "ტორპედოში" 2010 წელს ჩაირიცხა და 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 2011 წლების სეზონში კი ერთი წლით პოლონურ "იაგელონიაში" იჯარით გაუშვეს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ქუთაისურ გუნდს მოსამზადებელი ეტაპისთვის დაუბრუნდა - მართალია, პოლონელებს იჯარის შემდეგ ტრანსფერის გამოსყიდვა სურდათ, მაგრამ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ნიჭიერი ახალგაზრდის გაშვება არ ისურვა.
გიგაური "ტორპედოსთან" შეკრების პირველივე დღიდან ვარჯიშობდა და მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე დღემდე გამართულ ყველა ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.
"ტორპედოში" ვარჯიშობს აზერბაიჯანული აზალ-ის ნახევარმცველი, 27 წლის ნუგზარ კვირტია, მაგრამ ჩაირიცხება თუ არა, მალე გაირკვევა.
კაპიტანი გაუშვეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სისხლი სჭირდება - სამიზნე ავთანდილ ბრაჭულია
ქუთაისელი ქომაგი გია გეგუჩაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ
აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]