19 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩეხებმა მასპინძლები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
პაველ ვრბა (პლზენის "ვიქტორიას" მთავარი მწვრთნელი):
"მეტოქე საკმაოდ ტექნიკური გამოდგა. ტაქტიკურადაც რიგიანად იყო მომზადებული, თუმცა საქმე იქითკენ წავიყვანეთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი ჩვენ გვაქვს".
კობა ჟორჟიკაშვილი (რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი):
"მეტოქის თამაში მოსკოვის "სპარტაკთან" საკონტროლო მატჩში ვნახე და აქაც ისე ითამაშა, როგორც მაშინ - ფლანგებიდან სწრაფად და
ვცადეთ წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჩვენი მომზადების დონე იმათსას ჩამოუვარდებოდა. ასეთ გუნდებთან თამაში ნათლად გვიჩვენებს იმას, თუ რა დონეზე ვიმყოფებით. ჩამოვრჩებით ფიზიკურ მომზადებაშიც და ამ ყველაფერს შესაბამის ტესტებზე დაყრდნობით ვამბობ.
თავს არ ვიმართლებ, მაგრამ სინამდვილეს ვერსად ვერ გავექცევით. კი ბატონო, საქმეს ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა მიხედვა, მაგრამ ამას ხშირად ვამბობთ, რეალურად კი ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად ვერ ვახერხებთ სიტუაციის გამოსწორებას.
ბავშვთა ფეხბურთში კვლავ უფრო გუნდის შედეგზე მიდის მუშაობა, ვიდრე ინდივიდებზე".
ასევე იხილეთ:
მეტალურგი-პლზენი 1:3 - ძლიერმა სუსტს აჯობა