ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო ვიდეო
არავინ თქვას, რომ საქართველოში ქომაგობა არ იციანო. ბაქოში 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ, ალბათ, ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საპასუხო შეხვედრისას ზესტაფონში სტადიონი ბოლომდე გაივსებოდა.

გულშემატკივრებმა მართლაც რომ საფეხბურთო ამინდი შეუქმნეს საყვარელ კლუბს.

მხარდამჭერთა ნაკლებობას "ნეფთჩიც" არ უჩიოდა. აზერბაიჯანელებს დაახლოებით 300-მდე გულშემატკივარი და 26 ჟურნალისტი ჩამოჰყვათ. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც ესწრებოდნენ.

ზესტაფონელები, პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხების მიუხედავად, იმედიანად იყვნენ განწყობილნი და თამაშამდე საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებდნენ. გიორგი ჭიაბრიშვილმა შემადგენლობაში სამი
ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული თორნიკე აფციაურის, ზაალ ელიავასა და ედიკ საჯაიას ნაცვლად ზესტაფონურ მატჩში ძირითადში დავით მუჯირი, თორნიკე და თევდორე გრიგალაშვილები გამოჩნდნენ.
Sportall.Geშეხვედრა მართლაც დრამატული და ემოციებით დატვირთული გამოდგა. "ზესტაფონის" სწრაფი გოლების შემდეგ პესიმისტურად განწყობილმა მაყურებელმაც კი დაიჯერა სასწაულის.

სასწაულამდე მართლაც ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ "ზესტაფონმა" ქართული გუნდების სენი არ დაივიწყა, გატანილი გოლების შემდეგ დაცვაში ყურადღება მოადუნა და ვობაის გოლმაც არ დაახანა, რამაც ქართველების იმედებს ცივი შხაპი გადაასხა.

"ზესტაფონს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უკვე 3 გოლის გატანა მართებდა, თუმცა ფეროელებს ეგ კი არა, მატჩის მოგების რესურსიც არ აღმოაჩნდათ.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ზესტაფონელებმა თავიდანვე შეტევაზე გააკეთეს აქცენტი. დაცვაში სტუმრებიც არ ჩამდგარან და საკმაოდ გახსნილი და სანახაობრივი ფეხბურთი გაჩაღდა.

მასპინძლებმა ორი სწრაფი გოლი გაიტანეს - მეტოქის კართან კუთხური დაინიშნა, კუთხურს კი სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ოვონიკოკო კარგად გაერკვა სიტუაციაში და საჯარიმოს ხაზთან ახლოს მუჯირს დროული გადაცემა გაუკეთა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით რაუფ მეჰდიევს შანსი არ დაუტოვა.

გაშვებულმა გოლმა და გულშემატკივართა გამაყრუებელმა ყიჟინამ სტუმრებზე დამაბნევლად იმოქმედა და სამიოდე წუთში მუჯირის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯაბა დვალმა აზერბაიჯანელები მეორეჯერ დაამწუხრა.

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხდებოდა იმ წუთებში ტრიბუნებზე...

შემდეგ კი ვობაიმ ბრაზილიელი ბრუნო ბერტუჩის გადაცემა შეირგო და მისი გუნდისთვის მეტად საჭირო ბურთი შეაგდო. აზერბაიჯანელებმა ბურთი "დაიჭირეს" და მართალია, თავადაც არ ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა მასპინძლებსაც არ აძლევდნენ გასაქანს.
Sportall.Geზესტაფონელთა გადახალისებულ დაცვას "ნეფთჩის" ტექნიკური ლეგიონერების შეჩერება ძალიან უჭირდა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე მუჯირმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ მისმა ყუმბარისებურად გასროლილმა ბურთმა აზერბაიჯანელთა კარის ხარიხა შეაზანზარა.

ზესტაფონელთა ეპიზოდური აფეთქების შემდეგ ინიციატივა ისევ სტუმართა მხარეს გადავიდა და თითქოს მასპინძლებს თავიანთი გასაჭირი არ ჰყოფნიდათ, ყაზახმა არბიტრმა არტიომ კუჩინმა მასპინძელთა კარში ერთობ საეჭვო პენალტი დანიშნა.

ვიდეოფირის ნახვის გარეშე ძნელია რამის მტკიცება, თუმცა ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ იმამვერდიევს ღონღაძემ ვარდნაში სუფთად აართვა ბურთი... თუმცა არბიტრმა ეპიზოდი სხვაგვარად განსაჯა და სადიგოვმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ "ზესტაფონის" მომდევნო ეტაპზე გასვლა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა და გულშემატკივრებიც შეეგუენ იმ აზრს, რომ მათი სათაყვანებელი კლუბი ევროსარბიელს გამოემშვიდობებოდა.

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 4500 მაყურებელი
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)
(პირველი მატჩი 0:3)
გოლები: 1:0 მუჯირი (16. ოვონიკოკოს პასით), 2:0 დვალი (19. მუჯირის პასით), 2:1 ვობაი (22. ბერტუჩის პასით), 2:2 სადიგოვი (52. პენ)

ზესტაფონი ნეფთჩი
4-4-2 4-4-1-1

რ. კვასხვაძე მეჰდიევი
ღონღაძე მალიქოვი
თორ. გრიგალაშვილი იუნუსზადე
კობახიძე მიტრესკი
თევდ. გრიგალაშვილი ბერტუჩი
გორგიაშვილი სადიგოვი
მენთეშაშვილი რამოსი
მუჯირი ვობაი
შარიქაძე იმამვერდიევი
დვალი ფლავინიო
ოვონიკოკო კანალესი

მწვრთნელები
გ. ჭიაბრიშვილი ტ. ახმედოვი

ზესტაფონი
55. ოვონიკოკო-ბენაშვილი
63. გორგიაშვილი-აფციაური
69. ღონღაძე-ელიავა
სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, ბაბუნაშვილი, გუგუჩია

ნეფთჩი
68. იმამვერდიევი-ეიდოვი
75. ვობაი-აბდულაევი
82. სადიგოვი-მეჰთიევი
სათადარიგოები: სტამენკოვიჩი, იუნისოღლუ, გულიევი, დანიევი

გაფრთხილება: თევდორე გრიგალაშვილი (2), ღონღაძე (52)

არბიტრი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)

ზესტაფონმა პირობა ვერ შეასრულა და ევროპას დაემშვიდობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები
ტარლან ახმედოვი: "ზესტაფონი" 22-ე წუთამდე გვჯობდა
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვნში ბევრია ჩემპიონი ვანოსთვის ...! ზესტაფონისგან განსხვავებით!!!!
levani
29 აგვისტო 2012 14:36
0
მაგრად აზროვნბთ რა ვანოს ბიჭებო საღოლ! პრემიებს არ დაიშურებს თქვნთვის! მარა მიშქა რო წავა გავიგბთ ვინ არის შემარცხვენლი და ვინ სად უნდა თოხნოს!
levani
29 აგვისტო 2012 14:35
0
აბა ვის უნდა ერქვას ჩემპიონი ............. რომელმა ქართულმა კლუბმა აჯობა ზესტაფონს წინა სეზონში ? რუსთავი და დინამო სადაც შეხვდა იქვე დაადუღა ორივე და სხვა ვინ უნდა გამხდარიყო ჩემპიონი.
sasasa
26 ივლისი 2012 19:36
0
(მძიმე ამოსუნთქვის მიმიკა)
SHARK
26 ივლისი 2012 02:26
0
ესეთი გოლები ძალით თუ არ გინდა არ უნდა გაუშვა, აქაც და ბაქოშიც!!! სხვა ვერაფერს ვიტყვი :((((
simartle
25 ივლისი 2012 22:14
0
ვაი უბედურო საქართველო
dato-dato
25 ივლისი 2012 17:49
0
რატომ არ გადაიცა ტელევიზიით ეს მატჩი? ვინ არს ბოლოსდაბოლოს ეს კოკაია? რა უფლება აქვს, რომ გულშემატკივარს ართმევს უფლებას უყუროს მატჩს. ეს გუნდი ფეროს ჩემპიონია , თუ მთლიანად საქართველოსი? რა ქნას სტადიონს გარეთ მაყურებელმა, სხვა ქალაქებში ან საზღვარგარეთ? აღმაშფოთებელი ფაქტია და ამის შემდეგ ზესტაფონიდან არცრთი თამაში არ უნდა აჩვენოს 1 არხმა სანამ კოკაია ბოდიშს არ მოიხდის ტელევიზიით. Он самодовльный дурак.
mvx
25 ივლისი 2012 12:21
0
ამას გვიმალავდით? კოკაია ამაში ითხოვდი 100000დოლარს რომ ამდენი მესი ჩავი ინიესტა და სხვა ზვეზდები გვენახა?ოხ რა ხართ მოკლედ ეს პრეზიდენტები და შენ განსაკუთრებით რასაც ამბობ ბეჭდის დარტყმა აღარ უნდა შენს ნათქვამს.ვაი თქვენს პატრონს ფეხბურთი და ბურთი რომ თათრული კვახი გგონიათ ეგ გასაგებია მარა ეს შუბლის ძარღვი რაღამ გაგიწყვიტათ ასე რომ ორი კაპიკის გულისთვის პირველი მთელ საქართველოს აგინებინებთ და თავს იჭრით და მეორე აზერების დასაცინებს გვხდით ქართველებს არადა წლების უკან ამ გუნდს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ნებისმიერი გუნდი ფორას მიცემდა და ისე მოუგებდა წადი კოკაია ჩაუდექი შენს ბრიგადას სათავეში და თოხნეთ ზესტაფონში მიწა მაგაზე უკეთეს საქმეს თქვენ ვერ გააკეთებთ როგორც ყველაფერი არ იჭმება ისე ყველაფრისგან არ შეიზლება ფულის კეთება
levani
25 ივლისი 2012 12:05
0
ასეთი თამაშით მაინც შორს ვერ წავიდოდით. ისევ ძველი სენი გვემართება და ამას აღარ დაადგა საშველი - 1 კაცი ემატავება 3-4 კაცს და რა თქმა უნდა კარგავს ბურთს. არავინ ეხსნება, რომ ბურთი გადააწოდოს და თამაში გაამწვავოს. სწრაფად ვერ დავრბივართ. კომბინაციურად ვერ ვუტევთ... მეტოქეს მოედნის ყოველ მონაკვეთში რიცხობრივი უპირატესობა აქვს სწორი ტაქტიკის გამო. ზუსტად ეგ არის წაგების კონკრეტული მიზეზი. ასეთ უაზრო თამაშის სტილს თუ არ შევცვლით, კიდევ უფრო მაგრა დაგვერხევა!
Toko
25 ივლისი 2012 11:45
0
კოკაია ტაკიმასხარა, რომ ბაქიბუქობდი მიშასავიტ,მოიხადე ბოდიში?გახვედიტ ხომ? ნეფთჩის 1 მატჩიც ვერ მოუგეს ამ ტამასჰამდე ჩემპიონებმა.სირცხვილი!!!!!!!!
beso
25 ივლისი 2012 10:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული