რუსთაველთაგან გოლები ირაკლი მაისურაძემ, ირაკლი სიხარულიძემ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს.
"მეტალურგმა" პირველ ტაიმში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰოსმანი - ჯაფარიძე, მახვილაძე, ინწკირველი, სუხიაშვილი - რაზმაძე, გ. მიქაბერიძე, ი. მაისურაძე - გეწაძე, ლობჟანიძე - ტატანაშვილი. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბედიაშვილი, გავაშელიშვილი, კაკუშაძე, ქავთარაძე, დ. ჯანელიძე, სიხარულიძე, ხიდეშელი, დიასამიძე.
როგორც ხედავთ, რუსთაველებს ერთი ლეგიონერიც ჰყავთ შემატებული - 22 წლის
ეს მეკარე წინა სეზონში ჩეხეთის ჩემპიონი გუნდის, ლიბერეცის "სლოვანის" ფეხბურთელი იყო, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია. ჰოსმანი პერსპექტიულ მეკარედ მიიჩნეოდა არა მხოლოდ ჩეხეთში და მის სამშობლოში, არამედ გერმანიაშიც - "დიუსბურგში" და დორტმუნდის "ბორუსიაში" გახლდათ გასინჯვაზე.
ჰოსმანი ლეგიონერულ კარიერამდე "ხრვატსკი დრაგოვოლიაცის" მეკარე იყო.
"საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი ნორმალურად გავიარეთ. მზადების დაწყება ცოტა ადრიანად მოგვიხდა, რადგან ევროტურნირებზე გვიწევდა გამოსვლა.
ამ ეტაპზე ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, 4 აგვისტოდან კი დატვირთვები შემცირდება.
პირველ ტურში თბილისის "დინამოს" ვეთამაშებით. ვიცით, რომ მეტოქეს კარგად ჰყავს შესწავლილი ჩვენი გუნდი."დინამო" გაძლიერდა, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა. რთული თამაში იქნება.
ჩვენი მიზანი კი დამდეგ სეზონში, მინიმუმ, ევროსაგზურის მოპოვებაა", - გვითხრა "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ "მეტალურგი" დატოვეს გია კვარაცხელიამ და გიორგი თექთურმანიძემ. ისინი რუსთავურ კლუბში "დინამოდან" იყვნენ განათხოვრებულები და "მეტალურგისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ.
კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს ხმაურიანი ტრანსფერები არ განუხორციელებია, თუმცა ყველა რგოლში თანაბრად და კარგად დაბალანსებული კოლექტივია, რაც მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად სავსებით საკმარისია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"