გიორგი ჭიაბრიშვილი: "ნეფთჩისთან" მატჩებმა დაგვანახა, რომ სუსტი ჩემპიონატი გვაქვს

AutoSharing Option
10 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება. ჩემპიონი "ზესტაფონიც" ტიტულის შენარჩუნებას ეცდება, მაგრამ როგორ, რა გზით?

ამას ჩემპიონატი გვიჩვენებს, სადაც ოთხი-ხუთი ისეთი გუნდია, ოქროს მედლების მოსაპოვებლად რომ იბრძოლებს.

"ზესტაფონმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანულ "ნეფთჩის" ვერ მოუგო. ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა.

"ნეფთჩისთან" გამართული მატჩები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ "ზესტაფონის" მწვრთნელისთვის ის შეხვედრები მხოლოდ წარსული არ უნდა იყოს - ევროსარბიელი კარგად ააშკარავებს გუნდის ხარვეზებსა და პრობლემებს.

"ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან ინტერვიუც აქედან დავიწყეთ.

- ევროსარბიელის მერე, ალბათ, უკეთ
გამოჩნდა, რომ "ზესტაფონს" გაძლიერება ს
ჭირდება - როგორ ატყობთ, ყველაზე უფრო რომელი პოზიციებია გამოსასწორებელი?
- გაძლიერება მთლიანად გუნდს არ აწყენდა. არ არსებობს ისეთი გუნდი, რომელიც უარს იტყვის ძლიერი ფეხბურთელების დამატებაზე.

"ნეფთჩისთან" მატჩებმა დაგვანახა, რომ სუსტი ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს და რომ საქართველოს ჩემპიონატში უფრო ადვილია თამაში, ვიდრე "ნეფთჩისთან".

რაც უნდა კარგი გუნდი შეიქმნას საქართველოში, საერთო დონემ თუ არ აიწია, ევროტურნირებზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მივაღწევთ. ერთი-ორი კარგი გუნდი ჩემპიონატს ვერ გამოაკეთებს.

ათას პრობლემას ვხედავ. ყველაფერი მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, შენ როგორ გაძლიერდები.

- "ზესტაფონმა" გერმანელი პატრიკ მილხრაუმი დაიმატა - გაძლიერებას უფრო ლეგიონერებით აპირებთ?
- ლეგიონერების ჩამოყვანის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამას ის ჯობია, ჩვენი კადრებით დავაკომპლექტოთ გუნდი, მაგრამ როგორც კი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება, მისი საქართველოში შენარჩუნება შეუძლებელი ხდება.

ითამაშა ერთი-ორი კარგი თამაში ნაკრებში, საქართველოს ჩემპიონატში და ნიჭიერ ახალგაზრდას აქ დარჩენა აღარ სურს - მიდის რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში... რეალურად, საქართველოში ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობენ.

- გორის "დილამ" სიტუაცია შეცვალა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელებით დააკომპლექტა გუნდი - ეს სვლა არის იმის წინაპირობა, რომ ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი იქნება?
- ჩემპიონობის გარანტია ეს ვერ იქნება, თუმცა ეს ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში რომ დაბრუნდნენ, ძალიან კარგია. მათი აქ ჩამოყვანა სწორი გზა არის.

- კონკრეტულ ფეხბურთელზეც გკითხავთ. რატი წინამძღვრიშვილი წლობით მიიჩნეოდა ნიჭიერ, პერსპექტიულ ფეხბურთელად, თუმცა ისე მოხდა, რომ "ზესტაფონმა" ტრანსფერზე დააყენა - რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?
- წინამძღვრიშვილი "ზესტაფონის" წევრია. მას სხვაგან გადასვლის სურვილი ჰქონდა და ვისაც ეს უნდა, "ზესტაფონი" მას ხელს არ უშლის. ვისაც ჩემთან, "ზესტაფონში" მუშაობა არ სურს, ასეთი ფეხბურთელი არ გვჭირდება.

- არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჯაბა დვალი მალე დატოვებს "ზესტაფონს" - რეალურად რა სიტუაციაა? როგორია თქვენი პოზიცია?
- დვალს მოქმედი კონტრაქტი აქვს "ზესტაფონთან" და თუ ისეთი შემოთავაზება იქნება, რომელიც ხელსაყრელი გამოდგება ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც, მერე გადაწყდება ყველაფერი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დვალი ამ სეზონს "ზესტაფონში"დაიწყებს.

- წინა სეზონის შემდეგ გუნდი დატოვეს გიორგი ონიანმა და შოთა გრიგალაშვილმა. მათი არშენარჩუნება მწვრთნელის სურვილი იყო? ალბათ, გქონდათ კონსულტაციები ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან...
- ონიანის შემთხვევაში საკითხი ასე იდგა - თუ მას კლუბის დატოვება სურდა, უნდა წასულიყო. რაც შეეხება გრიგალაშვილს, მისი შენარჩუნება გვინდოდა, გაიმართა მოლაპარაკება, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.

- "ზესტაფონში" საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ - ლუკა გუგუჩია, გურამ სამუშია, თორნიკე და თევდორე გრიგალაშვილები... ხედავთ იმ რესურსს
, ჩემპიონობის შენარჩუნების საფუძველს რომ იძლევა?
- მიზანი, რა თქმა უნდა, ისევ ჩემპიონობა იქნება. ვინც ამ დროისთვის გუნდში გვყავს, ყველა ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლეგიონერის მოწვევაზე აღარ ვიფიქრებთ.

ვფიქრობ, 21-22 წლის ფეხბურთელი უკვე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდეს. ეს უკვე საუკეთესო ასაკია ფეხბურთელისთვის და ამ ეტაპზე თუ ვერ წარმოაჩინა თავი, მაშინ როდისღა?

- "ზესტაფონმა" თავისი მკვეთრი სახე თქვენი წინამორბედის, გია გეგუჩაძის მწვრთნელობისას მიიღო. თქვენ რის დამატებას აპირებთ, რა არის ის, რაც უკვე თქვენი უნდა იყოს "ზესტაფონში"?
- როცა ამბობენ, ეს "ზესტაფონი" ინერციით მოდისო, არ მწყინს, რადგან გეგუჩაძე და მე თანამოაზრეები ვიყავით, ერთ საქმეს ვაკეთებდით.

არ ვაპირებ, რომ "ზესტაფონის" სახე შევცვალო, თუმცა იკვეთება მთავარი მომენტი - ძალიან მინდა, რომ "ზესტაფონმა" უკვე სხვა სისწრაფეზე შეძლოს თამაში, როცა გუნდის თერთმეტივე ფეხბურთელი სწრაფი და მობილური იქნება. ამის მისაღწევად კარგ ჩემპიონატში თამაში აუცილებელია; მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაღალ სისწრაფეზე თამაშს მაინც ხელოვნურად უნდა მივაღწიოთ, სხვანაირად ევროსარბიელზე ღირებული შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.

გიორგი ჭიაბრიშვილი: საქართველოში ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობენ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზესტა!!!

ზესტაფონი რომ მინდა და კარგი რომ მინდა თანაც ზესტაფონისთვის იმიტომ დავწერე წინა წერილი,ერთი კაცობას გაფიცებ იქნებ მითხრა რა თვისებები მოგეწონა ჭიაბრიშვილის,იცი რატომ გეკითხები? მე პირადად მაგ ბიჭში ვერ საფეხბურთო ინტელექტი დავინახე,ვერც მწვრთნელისთვის დამახასიათებელი სტილი და ქარიზმა,ვერც სასელექციო გამჭრიახობა,ვერც განვლილი თამაშის ანალიზის უნარი და დანარჩენ წვრილმანებზე თავს აღარ შეგაწყენ. რა არის იცი,გეგუჩაძე რომ წავიდა გუნდიდან იმის მერე(ვიდრე ევროთასებამდე) გუნდი თამაშობდა ინერციით,ანუ გეგუჩაძის ნასწავლ ფეხბურთს და იმიტომაც გახდა მეორედ ჩემპიონი. როგორც კი გუნდის სტილის და ხასიათის ჩამოყალიბება გიამ იტვირთა მყისვე გამოჩნდა თუ რა საფეხბურთო ინტელექტთან გვაქვს საქმე...ანუ მოკლედ რომ ვთქვა, ეგ ბიჭი მინიმუმ 10-15 წლის მერე შეიძლება მიუშვა გუნდთან დამოუკიდებლად სამუშაოდ( ისიც იმ შემთხვევაში თუ მანამდე ძალიან ბევრს ისწავლის) მანამდე კი აუცილებლად მინიმუმ გეგუჩაძის დონის მწვრთნელი გვჭირდება,მაგ.:ცხადაძე,თეთრაძე,და ა.შ. თორემ ძალიან გაგვიჭირდება ხუთეულში შესვლაც კი...აგერ ხარ შენ,აგერ ვარ მე და აქაა ზესტაფონიც....
გულშემატკივარი
00:35 10-08-2012
0
ვისაც ზესტაფონი არ გინდათ მიხედეთ დილას, მე ჭიაბრიშვილს ვენდობი ბოლომდე, ფეხბურთელები არ ყავდა და რის ხარჯზე მოეგო??? თავის დროზე რომ არ გაძლიერდნენ ეგ დიდი შეცდომა იყო მაგრამ მაგით არც არაფერი დამთავრებულა და არც დაწყილა...
ZESTA
23:12 09-08-2012
0

სიახლეები პოპულარული