მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]

AutoSharing Option
გორის "დილა" ახლოს არის მიზანთან და დარჩა შანსი, თბილისის "დინამოს" რვა წლის წინანდელი შედეგი გაიმეოროს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს.

რა თქმა უნდა, ეს ისე იოლი ამოცანა არ არის, მაგრამ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" პლეი ოფის პირველმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ მისია შეუსრულებელი ნამდვილად არ არის.

შეხვედრას ორივე გუნდი პრობლემებით შეხვდა: "მარიტიმუს" პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პედრუ მარტინშმა ვერ დაიხმარა მცველი რუბენ ფერეირა, ნახევარმცველები ოლბერდამი და სემედუ. "დილას" კი დისკვალიფიცირებული მათე ვაწაძე და ტრავმირებულები, კახა ალადაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ზურაბ არზიანი და ირაკლი მოდებაძე
დააკლდა.

ორივე ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნაში გორელთა მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს სერიოზული სატკივარი გაუჩნდა - ვინ დაეყენებინა მათე-გოლის პოზიციაზე?

Sportall.Geსაბოლოოდ ფლანგიდან სანდრო გურული წასწია, მის პოზიციაზე კი ახალწვეული ირაკლი კლიმიაშვილი დააყენა.

თამაში ფუნშალის "დოს ბარეიროშზე" მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, რაც მოსალოდნელიც იყო: მასპინძლებს საქართველოში მშვიდად ჩამოსასვლელად სახლში სასურველი ანგარიშით მოგება და გოლის არგაშვება სურდათ.

გორელებს შეტევების განვითარება უჭირდათ, მაგრამ მასპინძლებმა დიდი უპირატესობაც ვერ მოიპოვეს.

მე-17 წუთზე, ფლანგური გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ სამი გადიოდა, მაგრამ გიორგი შაშიაშვილი დროულად ჩაუწვა და და ვითარება განმუხტა. მალე კი ადილსონის სახიფათო დარტყმა გორელთა მეკარე მარინ სკენდერმა მოიგერია.

პირველი სერიოზული შეტევა "დილამ" მე-20 წუთზე კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლო. შეტევა წუთი გრძელდებოდა, მაგრამ სახიფათო დარტყმამდე საქმე ვერა და ვერ მიიყვანეს - დასკვნით ფაზაში სტუმრები ძალიან უგერგილოდ გამოიყურებოდნენ, რადგან მცირე ძალებით უტევდნენ.

სახიფათო კონტრშეტევა მხოლოდ 29-ე წუთზე წამოიწყეს, მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან გურულმა გადაცემა ვერ მოზომა და მეტოქის მოშიშვლებულ საჯარიმოში სანამ ბურთი შოთა გრიგალაშვილმა მოათვინიერა, პორტუგალიელებმა უკან დახევა და ვითარების განმუხტვა მოახერხეს.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და გორელებს მეტოქის საჯარიმოში გადასვლაც გაუჭირდათ. 52-ე წუთზე რაფაელ მირანდამ სცადა მარჯვენა ფლანგიდან შეტევის წამოწყება, მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა თუ ჩააწოდა, მაგრამ უშედეგოდ. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში ზუსტად ვერც სამმა გააგზავნა.

პორტუგალიელთა უპირატესობამ შედეგი მაინც გამოიღო: 64-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში იოლად შევიდა რობერჟი, საჯარიმოში ფიდელისი მოძებნა, რომელიც შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა - 1:0.

"დილა" მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდა და მწვავედაც შეუტია. მეკარე რომენ სალენი თამაშში პირველად 67-ე წუთზე გოგიტა გოგუას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ჩაერთო.

76-ე წუთი, ისევ კუთხური: დავით კვირკველიას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში გოგუამ მიიღო და შემოტრიალდა, ბურთი კი რობერჟს მხარზე მოხვდა. გორელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ ჩეხმა არბიტრმა ლიბორ კოვარჟიკმა წესის დარღვევა ვერ შენიშნა.

Sportall.Geბოლოს "დილამ" შტურმის მოწყობა სცადა: 85-ე წუთზე გიორგი კახელიშვილის გადაცემას კარის წინ მყოფი გიორგი ილურიძე ვერ გამოეხმაურა; მალე რომან ახალკაცის დარტყმა მეკარე რომენ სალენმა ფეხით მოიგერია, რამდენიმე წამში კი კვირკველიას დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

შეტევებში წასულმა "დილამ" დაცვა მოაშიშვლა და 90-ე წუთზე სწრაფი შეტევის დაგვირგვინება დანილო დიასს შეეძლო. მალე კი ფიდელისის ძლიერი დარტყმის შემდეგ "დილა" სკენდერმა გადაარჩინა.

გორის "დილას" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის არც ისე ცუდი შანსი დარჩა. გორელები დამარცხდნენ, მაგრამ მეტოქის ძალა და შედეგიც გვაიმედებს, რომ ამ ბარიერის დაძლევა შეუძლებელი არ არის, მით უფრო, რომ განმეორებით შეხვედრაში "დილას" წამყვანი მოთამაშეების ნაწილი მაინც დაუბრუნდება.

ევროპის ლიგა. ფლეი ოფი. პირველი მატჩი
23. 08. 2012. ფუნშალი. სტადიონი "ბარეირუში".
მარიტიმუ-დილა 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ფიდელისი (64. რობერჟის პასით).

მარიტიმუ დილა
4-3-3 4-2-3-1
სალენი სკენდერი
21 ბრიგელი შაშიაშვილი
44 ჟოაო გილერმე სალუქვაძე
16 რობერჟი გ. ონიანი
18 ოლიმი კვირკველია
26 ადილსონი გვალია
5 მირანდა ბეჭვაია
20 ჟოაო ლუიში გოგუა
90. სიმაუ გრიგალაშვილი
17 სამი კლიმიაშვილი
10 ელდონი გურული

მწვრთნელები:
პ. მარტინში თ. შალამბერიძე

მარიტიმუ
54. ადილსონი - ფიდელისი
55. ელდონი - დანილო დიასი
80. ჟოაო ლუიში - როდრიგო ანტონიო
სათადარიგოები: რიკარდო, ჟოაუ დიოგუ, იგორ როსი, იბრაჰომი.

ილა
56. კლიმიაშვილი - კახელიშვილი
63. გურული - ილურიძე
70. გრიგალაშვილი - ახალკაცი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჯიშკარიანი, კაშია, კაციტაძე.

გაფრთხილება: ჟოაო ლუიში (50), შაშიაშვილი (60), გოგუა (71), სიმაუ (73), ახალკაცი (78).

არბიტრი: ლ. კოვარჟიკი (ჩეხეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გმერტმა არ ქნას ერტი გოლის რო გაშვათ სამი გვექნება გასატანი ... ბრაზილიელები სავსეა და არც ისე არ შეიზლება მაგ გუნდის ჩამოწერა, ევრო ტურნირებზე რო გუნდი მოხვდება პორტუგალიდან დგევანდელ ნებისმიერ ქარტულ კლუბს ჯობია კლასით ტორე ეგენი ჩვენზე გარიბები არიან მემგონი
gio
28 აგვისტო 2012 03:25
0
სირცხვილი უნამუსო პირველ არხს, ვინც საზღვარგარეთ ცხვრობს რატომ არ აყურებინებთ თქვე მძორებო, შეიძლება ამ დროს სატელიტის გათიშვა?...ქართველების გარდა ვინ უყურებს ამ ტრანსლიაციებს?
Jigaro
24 აგვისტო 2012 14:35
0
მაგრა გაარჩია თამაში.DDD
ისინი ცოტა ინერტულები იყვნენ. აშკარად ეტყობათ კონტრშეტევის გუნდია. დაცვა კარგი ჰყავს. მეკარეც მშვენიერია.
ჩვენები კიდე უფრო ნეიტრალურები იყვნენ გოლამდე. პასები ვერ გადიოდა. ბურთი უნდა დაეჭირათ კოლექტიური თამაშით და არ უაზრო სწრაფი შეტევების ორგანიზებით, მითუმეტეს როცა წინ ცენტრი არ გყავს.
ილურიძე იყო თუ ახალკაცი ის გოლი უნდა გაეტანა. რატო აჩქარდა? აუცილებელია ამაზე ყურადღების გამახვილება.
ramo
24 აგვისტო 2012 14:17
0
ვუქომაგოთ მამულიშვილურად ქართულად,სიმღერებით და ქართული ბაირაღებით.შვედები როგორ ქომაგობდენ AIK-ს ცსკას-თან უყურეთ?ბრიტანელ ფაებზე რომ არაფერი ვთქვათ,მღერიან მთელი გეიმი სჯობს მესხზე ან ეროვნულზე,ნახევარი გორი ჩამოვა.ამგვარი შანსის არგაშვება,მომავალი ქართული ფეხბურთის სწრაფი წინსვლის საწინდარია,გაშვება დაბდურობა,და ქართულ ჯიშის,გენის შერცხვენა.ამდენი გიბრძოლიათ გორელებო და აჰა ეგაა და გორის ციხის ძალაც აჩვენეთ.გაანგრიეთ მადეირას გალავანი.ეს გუნდი თქვენი საკბილოა.დავიღალე ამდენი ქაქანით. აბა ჰე ქართველებო
Qetevani
24 აგვისტო 2012 13:30
0
ჯვაროსნები ფეხბურთის ცოდნით წერენ.გოგუა ზოგჯერ მაჩაიძესავით ასუსტებს გუნდს ლიდერია და ბევრს ატარებს.მათე-გოლი გამოუშვით.საუქვაძემ და სკენდერმა დაცვა შეკრეს.კომენტატორები არაგულიანად და ფეხბურთის უცოდინარობით,არაომახიანად კომენტატორობენ გაგვიქრენ ენების და ფეხბურთის მცოდნე კარგი დიქციით ქართველი მსახიობები
Elizabeth -Chicago.USA
24 აგვისტო 2012 12:19
0
დილა მოიგებს ისე რომ გავ.უნიკალური შანსი არ გაუშვათ ქართული გუნდის ჯგუფურ ევროელიტაში გასვლის. ათამაშეთ კვიფროსში გამარჯვებული გუნდი.გოგუა ნერვიული ლიდერია და ზოგჯერ გუნდს ასუსტებს,კლიმიაშვილ ჯერ შეუთამაშებელი.დაცვა დ კიფერი ერთ ერთ უძლიერესები არიან ევროფაში.დავლევთ მადეირას ბოლო წვეთამდე,ისე მტერი დაგეცალოთ,ოღონდ ისტერიის გარეშე მარგველებს რომ დაემართათ.ქართულად-ჰკა მაგათ!
The Cruzaders. London.GB
24 აგვისტო 2012 12:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული