გორის "დილა" მათე ვაწაძის შემდეგ შოთა გრიგალაშვილმაც დატოვა

AutoSharing Option
ევროპის ლიგიდან გამოვარდნილი გორის "დილა" მთავარმა მეგოლემ, მათე ვაწაძემ დატოვა და კარიერას დანიის სუპერლიგის "ორჰუსში" გააგრძელებს.

თუმცა, ვეჭვობთ, ეს გორელთა ბოლო დანაკლისი იყოს. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გუნდი კიდევ ორ ლიდერს შეელიოს.

ერთ-ერთი შოთა გრიგალაშვილია, რომელსაც 3 სექტემბერს "ზუგდიდთან" არ უთამაშია.

"ლელო" ჯერ კიდევ "დილაში" მისი ჩარიცხვის დროს წერდა, რომ კლუბს მხოლოდ ევროთასებზე დაეხმარებოდა.

გრიგალაშვილს
მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- შევიტყვეთ, რომ გუნდიდან წამოხვედი.
- დიახ, ასეა, "დილაში" აღარ ვირიცხები.

- ჯერ არაფერია ცნობილი, რომელ კლუბში ითამაშებ. თუმცა, გაზაფხულზე
ითქვა, რომ ვლადიკავკაზის "ალანია" გიწვევდა.

- უცხოეთში რამდენიმე ვარიანტი მართლაც შემომთავაზეს და მათ შორის არის "ალანიაც". მაგრამ ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ ეს ტრანსფერი გადაწყვეტილია. სხვა კლუბების პასუხსაც ველოდები.

- მართალია, თითქოს სიმფეროპოლის "ტავრიასთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმე?
- არა, ტყუილია. შეთავაზებაზეც არაფერი გამიგია.

- სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და კლუბში როგორ ჩაირიცხები?
- "დილასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა, თავისუფალი აგენტი ვარ და ამ სტატუსით გუნდს ნებისმიერ დროს დავემატები. ეს პრობლემა არ არის.

- მხოლოდ რუსულ კლუბებში გიწვევენ?
- სხვა ქვეყნის კლუბებშიც. ვნახოთ, ერთ კვირაში მეცოდინება, სად ვითამაშებ.

- მაგრამ ტრანსფერი რომელ ქვეყანაშია უფრო რეალური?
- ალბათ, რუსეთში. მაგრამ ჯერ ზუსტად ვერაფერს გეუბნებით.

* * *
"დილადან" წასვლის კიდევ ერთ კანდიდატად სანდრო გურული მოიაზრება, რომელიც დღემდე უკრაინის პრემიერლიგელ ლვოვის "კარპატს" ეკუთვნის.

ლვოველებს საკადრო პრობლემები აქვთ და 27 წლის გამოცდილი ნახევარმცველის დაბრუნებით გაძლიერებას იმედოვნებენ.

კლუბში ჯერ გურულის შესახებ ზუსტ პასუხს ვერ იძლევიან, რადგან ეს სატრანსფერო ამბები ჯერაც გადასაწყვეტია.

აქვე ვიტყვით, რომ მათე ვაწაძის გორის "დილადან" წასვლა და დანიურ "ორჰუსში" გადაბარგება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არავის ეგონა, რომ კლუბი მთავარ მეგოლეს შეელეოდა.

კლუბს მათეს შენარჩუნება კი სურდა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ კონტრაქტში იყო ჩაწერილი - "დილას" ევროთასებიდან გამოვარდნის შემთხვევაში მათეს კონტრაქტი შეუწყდებოდა და ახალ კლუბს მოძებნიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: მათე ვაწაძე "ორჰუსის" ფეხბურთელია
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული