ტელევიზიით, შემდეგ კი ლამის ყველა ინტერნეტსაიტზე და სოციალურ ქსელში ნაჩვენები კადრები შოკისმომგვრელი გამოდგა.
ჩვენი რესპონდენტი არჩილ არველაძე გახლავთ - საქართველოს ეროვნული ნაკრების, "კიოლნის", "ბრედას", "ტრაბზონსფორის" და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი (იხილეთ ვიდეო).
- ასე ცუდად და შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია. "რეალი"-"სიტის" მატჩს ვუყურებდი, როცა ახლობლები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ტელევიზორს უყურებო? თავიდან მეგონა, რომ "რეალი"-"სიტის" მართლაც მაგარ თამაშზე მეკითხებოდნენ...
რაც
ჩვენი პოლიციელები გულით აკეთებენ თავიანთ საქმეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან საქართველოს და ზოგი უღირსის გამო მათ საქმიანობას ჩრდილი არ უნდა მიადგეს. ეს დახლოებით იგივეა, როცა ზოგი ფეხბურთელი ჩაწყობილ თამაშებშია გარეული და დანარჩენებსაც უფუჭებს სახელს.
წუხელ ქუჩაში რომ გამოვედი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხალხის თვალებში ჩახედვის ერიდებოდათ. ისინიც შოკირებულები იყვნენ.
- რაც მოხდა, ალბათ, იმის ბრალია, რომ საზოგადოება თავის დროზე ვერ გამოთქვამდა პროტესტს იმაზე, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში...
- პოლიტიკური განცხადებები არასდროს გამიკეთებია და ეს ახლაც არ მსურს. ყველა საკითხზე ვერ ვილაპარაკებ.
ამ კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება, ასეთი ტკივილი ტელევიზიით ნანახის გამო არასდროს განმიცდია. ეს პირდაპირ ადამიანის, კაცის ღირსებას ეხება. ასეთი ფაქტების შესახებ გაგონილი კი მქონდა, მაგრამ არასდროს მენახა...
- როგორ ფიქრობ, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ჩვენს საფეხბურთო სამყაროს?
- ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროს განსასჯელი არ უნდა იყოს. იმ ღამეს სახლში ვერ გავჩერდი, მე და ჩემი ძმა რეზი ფილარმონიასთან წავედით პროტესტის გამოსახატავად.
ალბათ, ჩვენს პოლიციელებს ასჯერ უფრო სტკივათ ამის გამო, ვიდრე სხვა პროფესიის ხალხს.
- ძალადობა ქართულ ფეხბურთშიც არის, მაგრამ ამაზე ყველა ვერ საუბრობს...
- როცა გია ნემსაძე აირჩიეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და მერე უცბადვე გააკეთა განცხადება, პრეზიდენტობას არ ვაპირებო, ეს ისეთივე სირცხვილი და თავის მოჭრა იყო, როგორც ახლა მომხდარი ამბავი.
მთელმა მსოფლიომ ნახა ეს შემზარავი კადრები. არ შეიძლება, რომ დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ.
- კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარება პოლიტიკური ფონის გამო ვერ ხერხდება?
- როგორც ვიცი, ამის თაობაზე კალაძეს ფეხბურთის ფედერაციისთვის არ მიუმართავს. ისე, შოთის გამოსათხოვარი მატჩი რომ ჩავატარეთ, არც მაშინ დაგვჭირვებია ფედერაციის ნებართვა.
იყო ლაპარაკი იმაზე, რომ კალაძეს საამისოდ სტადიონს არ დაუთმობდნენ, თუმცა არა მგონია, რომ ასეთი დაბრკოლება გაჩნდეს.
არც ის მგონია, რომ რომელიმე ქართველმა ფეხბურთელმა უარი თქვას ასეთ მატჩში მონაწილეობაზე. კალაძის გამოსათხოვარი მატჩი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
ბოროტმომქმედთა ხელისუფლებას უნდა რომ პოლიტიკაში არ ერევოდნენ სპორცმენები, მსახიობები და სასულიერო პირები. როგორ შეიძლება ადამიანმა შენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში ა ჩაერიო? ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა!!!
ბოროტმომქმედთა ხელისუფლებას უნდა რომ პოლიტიკაში არ ერეოდნენ სპორცმენები, მსახიობები და სასულიერო პირები. როგორ შეიძლება ადამიანმა შენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში არ ჩაერიო? ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა!!!