"ზესტაფონში" სერბი ნახევარმცველი გამოჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონის, "ზესტაფონის" რიგებში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ.

10 ოქტომბრის ვარჯიშზე გუნდთან ერთად 22 წლის სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი და 24 წლის ფორვარდი რევაზ ბარაბაძე ირჯებოდნენ.

ტრავმის გამო არ უვარჯიშია 23 წლის კოტდივუარელ თავდამსხმელს ბოტი გოა დემელის.

როგორც "ზესტაფონის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, სამივე ფეხბურთელთან კონტრაქტის შესაძლო გაფორმების საკითხი ახლო მომავალში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ბარაბაძე "დილაში" თამაშობდა, ხოლო სერბი ფეხბურთელი ბოლოს ბელგრადის ოფკ-ში ასპარეზობდა.

13 ოქტომბერს "ზესტაფონი" სანაკრებო მატჩების გამო შექმნილი პაუზის გამო სპარინგ-შეხვედრას გამართავს - ქვეყნის ჩემპიონი საკუთარ ბაზაზე საჩხერის
საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დაუხვდება.

მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონს" კოტდივუარელი თავდამსხმელი გააძლიერებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული