"არ გამოვრიცხავდით, რომ ზვიად ჯელაძის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გაგვესაჩივრებინა, ვინაიდან ვიცოდით და ახლაც დარწმუნებულნი ვართ, რომ მას მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მაგრამ სფფ-ის სადისციპლინო კოდექსი ამის საშუალებას არ გვაძლევს, რადგან 82-ე მუხლის მიხედვით, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეიძლება გასაჩივრდეს.
სააპელაციო კომიტეტში საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოტანილი სანქცია არის:
შესაბამისად, ზვიად ჯელაძე ვერც მომავალ ტურში შეძლებს გუნდის სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობას", - წერია "გაგრას" ხელმძღვანელობის განცხადებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"გაგრა" დასაბუთებას ითხოვს: ჯელაძემ შეურაცხყო მეტოქე თუ ლაინსმენმა ფეხბურთელი?
გურია-გაგრა 0:0 - ჯერემ ვერ მოუგო და ჯერემიამ ვერ მოაგებინა