მოგეხსენებათ, საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა სფფ-ის სუბიექტია. აქედან გამომდინარე, სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განყოფილების აქტიური მხარდაჭერით, სპორტის სასახლეში ერთმანეთს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ორი გუნდი - "იმედი" და "ოცნება" შეხვდა.
არაერთი წელია, 3 დეკემბერს მთელი მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღევანდელი ღონისძიებების ორგანიზატორი მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" გახლავთ.
სწორედ მათი ინიციატივით დაიგეგმა სპორტის სასახლეში მთელი რიგი ღონისძიებები. დღევანდელი დღის სლოგანია - მე არ ვცნობ შეზღუდვებს,
დღევანდელი მატჩი კი "იმედის" გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ სფფ-ის წარმომადგენლებმა უეფადან საგანგებოდ გამოგზავნილი სიგელები გადასცეს შეხვედრის მონაწილეებს.
ორივე გუნდს გადაეცა თასი და სხვადასხვა საფეხბურთო ატრიბუტიკა. სფფ მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების აქტიურ მხარდაჭერას.
gff.ge