"მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!"

AutoSharing Option
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც აქტიურად ჩაერთო.

მოგეხსენებათ, საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა სფფ-ის სუბიექტია. აქედან გამომდინარე, სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განყოფილების აქტიური მხარდაჭერით, სპორტის სასახლეში ერთმანეთს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ორი გუნდი - "იმედი" და "ოცნება" შეხვდა.

არაერთი წელია, 3 დეკემბერს მთელი მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღევანდელი ღონისძიებების ორგანიზატორი მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" გახლავთ.

სწორედ მათი ინიციატივით დაიგეგმა სპორტის სასახლეში მთელი რიგი ღონისძიებები. დღევანდელი დღის სლოგანია - მე არ ვცნობ შეზღუდვებს,
ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!


დღევანდელი მატჩი კი "იმედის" გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ სფფ-ის წარმომადგენლებმა უეფადან საგანგებოდ გამოგზავნილი სიგელები გადასცეს შეხვედრის მონაწილეებს.

ორივე გუნდს გადაეცა თასი და სხვადასხვა საფეხბურთო ატრიბუტიკა. სფფ მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების აქტიურ მხარდაჭერას.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული