გოგიტა გოგუა შესაძლოა კვლავ გორის "დილას" ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
27 იანვარს თბილისში "ბენდელას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე "დილამ" მორიგი ტესტ-მატჩი გამართა.

გორელები ახალი მწვრთნელის ვალდას ივანაუსკასის ხელმძღვანელობით თბილისის "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდნენ და 2-0 იმარჯვეს.

აღსანიშანავია, რომ გორის "დილას" შემადგენლობაში ითამაშა გოგიტა გოგუამ, რომელიც ადრე გორელთა კლუბში თბილისის "დინამოდან" იყო განათხოვრებული, თუმცა იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ნახევარმცველი "დინამოში" დაბრუნდა, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბთან კონტრაქტი გააუქმა.

როგორც "დილას" პრესსამსახურმა განვიცხადა, ამჟამად გოგუასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა გოგიტა კვლავ "დილას" ფეხბურთელი გახდეს.

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ
ბრძოლაში მიმდინარეობდა და ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა აქამდე საქმე არ მისულა.

მეორე ტაიმში კი სიტუაცია შეიცვალა და "დილამ" უპირატესობა ხელთ იგდო. პირველი ბურთი გოგიტა გოგუას ჩაწოდების დროს გავიდა, რომელიც ნათან ჟუნიორმა დააგვირგვინა, ხოლო ლაშა გვალიამ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-0.

"დილა" ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:

შეყრილაძე, ალადაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, კვირკველია, აბურჯანია, არზიანი, მაისურაძე, კახელიშვილი, ლეონარდო, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, ლომიძე, ჯიშკარიანი, გვალია, გოგუა, გოგინაშვილი, გორელიშვილი, არაბული, ჟუნიორი, თოთაძე, მამუჩიშვილი.

29 იანვარს კი გორელები ანტალიაში გაემგზავრებიან და მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გააგრძელებენ.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" ვალდას ივანაუსკასს 28 იანვარს წარადგენს
გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა დილას ხელმძღვანელობას მჯეროდა რო გოგუა ისევ დილადაბრუნდებოდა და ყველას დაუმტკიცებს რომ საუკეთესოა გნსაკუთრებით დინამოს.
bibo
09:25 28-01-2013
0
სკენდერი რა უყავით?
vaskulat
21:47 27-01-2013
0

სიახლეები პოპულარული