გიორგი ქვილითაია ანტალიაში უნგრულ "დიორი ეტოს" შეუერთდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ლიგის "ა" ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი "სასკო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, თუმცა გუნდის და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაია ანტალიაში "დიორი ეტოს" შეუერთდა.

19 წლის თავდამსხმელმა უნგრულ კლუბში საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. "დიორი ეტომ" ყაზახურ "თარაზთან" შეხვედრა 2:2 დაასრულა, ქვილითაია კი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა - მან გუნდის ქართველი თავდამსხმელი რატი ალექსიძე შეცვალა.

"გიორგი გასინჯვაზეა და მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თავს როგორ გამოიჩენს. თუმცა "დიორი ეტოში" დარჩენის დიდი შანსი აქვს, ზაფხულამდე მაინც", - გვითხრა ფეხბურთელის მენეჯერმა, Players Agents-ის
წარმომადგენელმა ბესიკ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, ქვილითაიას სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება თბილისის "დინამომ" და "ზესტაფონმა" შესთავაზეს, ზაფხულამდე გადასვლა - გორის "დილამ", რუსთავის "მეტალურგმა" და ბათუმის "დინამომ", მაგრამ ევროპულ კლუბში გადასვლაზე ჯერ არცერთ ქართველ ფეხბურთელს უარი არ უთქვამს და გამონაკლისი არც გიორგია.

"დიორი" უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, 17 ტურში 28 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ბუდაპეშტის მტკ-ს 6 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპული კლუბები გიორგი ქვილითაიას თურქეთში დააკვირდებიან
გიორგი ქვილითაია, თბილისის "დინამოს" გარდა, "ზესტაფონსაც" სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული