მატჩის 6-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, პოლონელი ფეხბურთელები დინამოელთა შეცდომის შედეგად დაწინაურდნენ.
თბილისურმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა. 11-ე წუთზე ვარშაველთა კარის სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა, ბურთი ირაკლი ძარიას მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
58-ე წუთზე დინამოელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1 დინამოელთა სასარგებლოდ.
მატჩში დუშან უჰრინმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ლორია, რეხვიაშვილი, მილხრაუმი, ძარია (პაპავა 42"), გლიშიჩი (მერებაშვილი 46"), ხმალაძე (დიასამიძე
პოლონურ კლუბთან სპარინგ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლევან ტყეშელაშვილს, თორნიკე ზარქუას, გივი კვარაცხელიას, ემანუელ მენდის, მიკელ ალვაროს, გიორგი გველესიანს (მაღალი ტემპერატურა) და დავით ხოჭოლავას (მიკრო ტრავმა)
Video
დინამო - პოლონია 2:1
დინამო - პოლონია 2:1
fcdinamo.ge