თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე "პოლონია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა პოლონეთის ექსტრაკლასას მესამეადგილოსან "პოლონიას" 2:1 სძლიეს.

მატჩის 6-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, პოლონელი ფეხბურთელები დინამოელთა შეცდომის შედეგად დაწინაურდნენ.

თბილისურმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა. 11-ე წუთზე ვარშაველთა კარის სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა, ბურთი ირაკლი ძარიას მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

58-ე წუთზე დინამოელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1 დინამოელთა სასარგებლოდ.

მატჩში დუშან უჰრინმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

ლორია, რეხვიაშვილი, მილხრაუმი, ძარია (პაპავა 42"), გლიშიჩი (მერებაშვილი 46"), ხმალაძე (დიასამიძე
74"), სეთურიძე, კოტო (ჯიღაური 74"), უსტარიცი (შაშიაშვილი 42"), ჩისკო (დვალი 46"), ტატანაშვილი (შინდაგორიძე 72")

პოლონურ კლუბთან სპარინგ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლევან ტყეშელაშვილს, თორნიკე ზარქუას, გივი კვარაცხელიას, ემანუელ მენდის, მიკელ ალვაროს, გიორგი გველესიანს (მაღალი ტემპერატურა) და დავით ხოჭოლავას (მიკრო ტრავმა)

VideoSportall.Ge
დინამო - პოლონია 2:1


fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული