მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?

AutoSharing Option
წლეულს, 19 იანვარს, ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს შპს "ბერმუხას" დამფუძნებელი მერაბ რატიანი - 1992 წლიდან თბილისის "დინამოს" აქციათა 80 პროცენტის მფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, 2000 წლიდან კი - 100-პროცენტიანი წილის მქონე პრეზიდენტი.

მერაბ რატიანი ამბობს, რომ მისი დაპატიმრება სწორედ თბილისის "დინამოს" უკავშირდებოდა:

- 2000 წელს თბილისის "დინამოში" თანხების გაფლანგვის საბაბით დამაკავეს. მაშინაც, რეალურად, გუნდის წართმევა სურდათ, მაგრამ საბუთებს ხელი არ მოვაწერე და "დინამო" არ დავთმე, თუმცა მაშინდელმა სასამართლომაც კი დარბაზიდან გამათავისუფლა.

2007 წელს ეს ამბავი ისევ ამოქექეს, რადგან იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილი
პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო და მასზე კომპრომატის მოგროვება სურდათ. იმედოვნებდნენ, რომ ბადრის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემდი, თითქოს გუნდის ძალადობრივად წართმევაში აქტიურად მონაწილეობდა. არადა, რაც ბუნებაში არ მომხდარა და რაშიც დარწმუნებული არ ვიყავი, იმას ვერ დავაბრალებდი - გუნდი მან კი არა, შსს-მ წამართვა.

- ოფიციალურად, ნარკოტიკის მოხმარებაზე დაგაკავეს.
- ნარკოტიკის ამბავი გაქრებოდა და "დინამოსაც" დამიბრუნებდნენ, ტელევიზიით ბადრის საწინააღმდეგო ჩვენებას თუ მივცემდი. ეს იყო საბაბი და მეტი არაფერი.

- ახლა რას აპირებთ?
- დარწმუნებული ვარ, მალე სამართლიანობა აღდგება, სარჩელს აუცილებლად შევიტან.

- "დინამო" ხელიდან ხელში იმდენჯერ გადავიდა, ბევრი ფიქრობს, რომ ახლა დავა ძალიან გაგიჭირდებათ. მეორე მხრივ, გუნდის ამჟამინდელმა მეპატრონემ რომან ფიფიამაც გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა...
- მესმის, რომ ბევრი რამ გააკეთა და ფიფიამ მართალი თქვა, ჩვენ ერთმანეთში გასარკვევი არაფერი გვაქვს. ან რომ შევხვდეთ, რაზე უნდა ველაპარაკო, კლუბში ვინ რამდენი ფული ჩავდეთ? ჩვენზე მეტი "დინამოში" რომ არავის დაუხარჯავს, ეს დანამდვილებით ვიცი. თუმცა, მეორე მხარეა - მაინტერესებს, 2000 წელს "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს? ან როგორ შევეგუო, უსამართლოდ რომ მომექცნენ.

ათას რამეს მაბრალებდნენ, მაგრამ გუნდი ჩემი იყო და რის საფუძველზე წამართვეს? ერთოთახიან ბინას რომ ყიდულობენ, მაშინ ინტერესდებიან, საბუთები წესრიგში არის თუ არა და მე ის მიკვირს, "დინამოზე" კითხვა არ დაიბადება, რატომ იყო სადავო?

ვეტერანმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, იყო თუ არა ეს საკითხი იურიდიულად კანონიერად გაფორმებული.

აქვე მინდა ჩვენს ხელში გაზრდილ ორ ფეხბურთელზეც გითხრათ: კახა კალაძეს ახალი საქმიანობის დაწყებას ვულოცავ. კახა განათლებული ბიჭი იყო და დარწმუნებული ვარ, ისეთივე წარმატებული მინისტრი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო. მიხარია, რომ გიორგი დემეტრაძე უკვე თავისუფალია. მადლობა მას, რომ ყველა ინტერვიუში თბილად მიხსენიებდა. ციხეში ყოფნისას ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს...
- მე მზად ვარ, ყველა ამ კითხვაზე დაწვრილებით და დასაბუთებულად გავცე პასუხი. ახლა კი ამ მოკლე ინტერვიუთი შემოვიფარგლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
მკითხველის კომენტარები / 8 /
დინამო კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება ვინ რა გაფლანგა და როგორ ეგეც გაირკვევა თქვენ იმაზე იფიქრეტ ქარტული ფეხბურტი როგორ დადგეს ფეხზე და დაიბრუნოს დზველი სახელი, დგეს საქართველოსჰი ყველა ფულის სჰოვნიტ არის დაკავებული ფეხბურთში იყიდება თამაშები, მცვრთნელი იმის კაცია ვინც მეტს გადაიხდის არაკაცების და ფულის ხამების ხელშია დგეს დინამო და ეს არავის არ შერჩება!!!
0
გუნდში მოპარული ვოლგა21 "ჩადო" ესაა მაგის ინვესტიცია. ხმას როგორ იღებს არ ცხვენია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული