ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს

AutoSharing Option
საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და ქუთაისის "ტორპედო" ხვდებოდნენ, სტუმართა მცველმა გიორგი ონიანმა მძიმე ტრავმა მიიღო - გარკვეული ხნით გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გავარკვიეთ, მან ხერხემალი დაიზიანა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმებმა მალევე დაასკვნეს, რომ მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა 29 წლის ონიანი საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას.

საბედნიეროდ, დღეისთვის აღარც საამისო საშიშროება არსებობს, თუმცა უახლოეს პერიოდში გიორგის მოედანზე დაბრუნება გამორიცხულია. მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ესაჭიროება, თამაშს
კი, საუკეთესო შემთხვევაში, ექვს თვეში გააგრძელებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ონიანი, რომელიც "ტორპედოს" დაცვის ერთ-ერთი ლიდერია, ამ უსიამოვნო პერიოდს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასძლევს და კვლავ ძველ დონეზე ათამაშდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო
გიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთა
გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა
სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთი იყოს შენი მფარველი.გამოჯანმრთელდი მალე!!!
Gvanca
22:57 12-04-2013
0
ღმერთმა გისმინოთ!
დავითი
10:45 12-04-2013
0

სიახლეები პოპულარული