რესპონდენტებს ორი კითხვა დავუსვით:
1. როგორია თქვენი აზრი ფედერაციის ამ იდეაზე?
2. როგორ უყურებთ იმას, რომ ამ ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება გააგრძელონ და პარალელურად, ერთმანეთშიც ითამაშონ მთელი სეზონის განმავლობაში ევროტურნირების მსგავსი ფორმატით?
გია გურული (ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
1. ასეთ გაერთიანებულ ჩემპიონატში რომ შეხვალ, როგორი პრინციპით უნდა მოხდეს გავარდნა და
ძნელია ასეთ ჩემპიონატზე ლაპარაკი, როცა ჯერ მისი რეგულაციები არ არის ცნობილი.
მიმაჩნია, რომ ამ იდეის განხილვას ის აჯობებს, თუ ჯერ ჩვენს ჩემპიონატს მივხედავთ და ბავშვთა ფეხბურთს ვუშველით - ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება სხვა რაღაცებზე ფიქრი.
2. ქართული გუნდები ჩემპიონატში 32 მატჩს ატარებენ, ეს კი ცოტაა, განსაკუთრებით იმ გუნდებისთვის, თასის გათამაშებას ადრიანად რომ ეთიშებიან. ვფიქრობ, 40 თამაში სეზონში ნორმალური იქნება.
დამატებით ტურნირში თამაში ქართული გუნდებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა გასარკვევია, როგორი იქნება კალენდარი, რა მოედნებზე მოგვიწევს ასეთ ტურნირში გამოსვლა...
ერთი სიტყვით, ჯერ ნაადრევად მიმაჩნია ამაზე ფიქრი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
1.
2.დინამო თბილისი
3.
4. ტორპედო ქუთაისი
5.
6 ზესტაფონი
7
8 .გორის დილა.
9.
10. ბათუმის დინამო
11
12. საჩხერის ჩუიხურა
13. რუსტავის მეტალურგი
14 ზუგდიდი
15.
16