გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ

AutoSharing Option
გაერთიანებული ჩემპიონატი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად - იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან წამოვიდა და ბუნებრივია, საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ჩვენი საფეხბურთო სამყარო, რა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით ქართულ კლუბებს.

რესპონდენტებს ორი კითხვა დავუსვით:

1. როგორია თქვენი აზრი ფედერაციის ამ იდეაზე?

2. როგორ უყურებთ იმას, რომ ამ ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება გააგრძელონ და პარალელურად, ერთმანეთშიც ითამაშონ მთელი სეზონის განმავლობაში ევროტურნირების მსგავსი ფორმატით?

გია გურული (ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
1. ასეთ გაერთიანებულ ჩემპიონატში რომ შეხვალ, როგორი პრინციპით უნდა მოხდეს გავარდნა და
მერე ახალი გუნდების გადმოსვლა?

ძნელია ასეთ ჩემპიონატზე ლაპარაკი, როცა ჯერ მისი რეგულაციები არ არის ცნობილი.

მიმაჩნია, რომ ამ იდეის განხილვას ის აჯობებს, თუ ჯერ ჩვენს ჩემპიონატს მივხედავთ და ბავშვთა ფეხბურთს ვუშველით - ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება სხვა რაღაცებზე ფიქრი.

2. ქართული გუნდები ჩემპიონატში 32 მატჩს ატარებენ, ეს კი ცოტაა, განსაკუთრებით იმ გუნდებისთვის, თასის გათამაშებას ადრიანად რომ ეთიშებიან. ვფიქრობ, 40 თამაში სეზონში ნორმალური იქნება.

დამატებით ტურნირში თამაში ქართული გუნდებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა გასარკვევია, როგორი იქნება კალენდარი, რა მოედნებზე მოგვიწევს ასეთ ტურნირში გამოსვლა...

ერთი სიტყვით, ჯერ ნაადრევად მიმაჩნია ამაზე ფიქრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
მკითხველის კომენტარები / 2 /
Vისურვებდი რომ Gიას ნაერი პატრიოტები და საქმის მოსიხვარულე პროპესიონალები მართავდნენ საქართველოს ფედერაციას!
Vova
12:59 18-04-2013
0
მე ვფიქრობ 16 გუნდიან ჩემპიონატში (8-8 გუნდები) ქართულ გუნდებს შორის პირველ ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს, მე2 და 3 ევროპის ლიგის, ხოლო ბოლო ადგილზე გასული - გავარდება. ანუ მაგალითად

1.
2.დინამო თბილისი
3.
4. ტორპედო ქუთაისი
5.
6 ზესტაფონი
7
8 .გორის დილა.
9.
10. ბათუმის დინამო
11
12. საჩხერის ჩუიხურა
13. რუსტავის მეტალურგი
14 ზუგდიდი
15.
16
ALEQSANDRE
09:54 17-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული