მასპინძელთა შორის იასპარეზებენ სტაჟიან ქართველ ქომაგთათვის ცნობილი ფეხბურთელები: ისკანდერ ჯავადოვი, მაშალლა ახმედოვი, იგორ პონომარიოვი ნაზიმ სულეიმანოვი, ველი კასუმოვი და სხვები; თუმცა სტუმართა შემადგენლობა ბევრად უფრო შთამბეჭდავია და ამაში თავად დარწმუნდებით. თუმცა, ვიდრე ვეტერან ევროპელ ვარსკვლავებს ჩამოთვლიდეთ, მანამდე იმას გეტყვით, რომ სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი გერმანელი ბერტი ფოგთსი იქნება, ვინც უკვე წლებია, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების
ფოგთსის ასისტენტი კი არანაკლებ ტიტულიანი სპეციალისტი უელსელი ჯონ ტოშაკი გახლავთ: წარსულში "ლივერპულის" ლეგენდარული ცენტრფორვარდი სხვადასხვა დროს წვრთნიდა მადრიდის "რეალს", "რეალ-სოსიედადს", "დეპორტივოს", "ბეშიქთაშს", "სენტ ეტიენს", უელსისა და მაკედონიის ნაკრებებს.
2013 წლის 8 მარტიდან კი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბის, ლენქორანის "ხაზარის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ასევე აზერბაიჯანში მოღვაწეობს ევროპელ ვარსკვლავთა შემადგენლობის ორი ფეხბურთელი: "ჰამბურგისა" და ფრანკფურტის "აინტრახტის" ყოფილი მეკარე ული შტაინი 2009 წლიდან აზერბაიჯანის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია, ხოლო მისი ყოფილი თანაგუნდელი (1993-94 წლებში) ფრანკფურტის "აინტრახტში" კახა ცხადაძე კი ასევე მეოთხე წელიწადია, ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ.
თუმცა, ცხადაძის გარდა, ბაქოელი გულშემატკივრები სხვა ქართველ ვეტერანებსაც იხილავენ: შოთა და არჩილ არველაძეები ჩვენს მეზობლებს აქამდე მხოლოდ სანაკრებო დონეზე თუ დაპირისპირებიან; სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებს დღესაც კარგად ახსოვთ ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდების, მურთაზ ხურცილავას, ალექსანდრე ჩივაძისა და თენგიზ სულაქველიძის ჩინებული ბურთაობა.
ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქართველების გარდა, სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც გამოვლენ: ვაგიზ ხიდიატულინი, ანდრეი კანჩელსკისი (ორივე - რუსეთი), ლეონიდ ბურიაკი (უკრაინა), ანდრეი ზიგმანტოვიჩი (ბელორუსი). ამათ გარდა, ვეტერანთა მატჩში იასპარეზებენ ახლო წარსულის ცნობილი ფეხბურთელებიც: ბერნდ შუსტერი (გერმანია), რუშთუ რექბერი, ჰაქან შუქური, აბდულა ავჯი (სამივე - თურქეთი), დარიო შიმიჩი (ხორვატია) და სხვები.
არ არის გამორიცხული, რომ პირველ მაისამდე ევროპელ ვარსკვლავთა ნაკრებში რაიმე ცვლილება მოხდეს; თუმცა, ერთის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია: "გული გვიგრძნობს", რომ ევროპელ ვარსკვლავთა ნაკრებს კაპიტნის სამკლავურით... ქართველი გამოიყვანს!
რა მიხვედრა უნდა, რომ საუბარია ქართული (და არა მარტო) ფეხბურთის ორ ცოცხალ ლეგენდაზე - მურთაზ ხურცილავასა და ალექსანდრე ჩივაძეზე, თავის დროზე რამდენიმე ათეულ მატჩში რომ უკაპიტნიათ საბჭოთა კავშირის ნაკრებისათვის.
ისე, ჩვენთანაც რომ გავანებივროთ ხოლმე ქართველი გულშემატკივრები მსგავსი შინაარსის მატჩებით, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"