თბილისში "მილანის" ფეხბურთელების თვითმფრინავს ელიან

AutoSharing Option
სულ მალე "მილანის" ფეხბურთელების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება.

ფეხბურთელები აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო "რედისონში" გაემგზავრებიან, სადაც უკვე შეიკრიბნენ გულშემატკივრები.

"მილანის" ფეხბურთელებს გულშემატკივრები დაახლოებით ერთი საათია, ელოდებიან; აცვიათ გუნდის მაისურები, მოტანილი აქვთ პლაკატები, სადაც "მილანის" სიმბოლიკაა დახატული, ფან-კლუბის წევრები მღერიან "მილანის" ჰიმნს და სკანდირებენ - "ჩვენს კაპიტანს გაუმარჯოს".

სასტუმროსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, უსაფრთხოებისთვის სასტუმროსთან გაივლება სპეციალური ჯებირი.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს "დინამო არენაზე", კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩში "მილანი" "კალაძის მეგობრებს" დაუპირისპირდება.

ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელებთან ერთად, თბილისს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო
გალიანი
ესტუმრება, პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

ასევე იხილეთ:

კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი 31 მაისს "დინამო არენაზე" გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული