კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი 31 მაისს "დინამო არენაზე" გაიმართება

AutoSharing Option
კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი 31 მაისს "დინამო არენაზე" გაიმართება.

შეხვედრა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ "კალაძის მეგობრების გუნდი" და "მილანი" ითამაშებენ, 20:30 საათზე დაიწყება. მანამდე კი სტადიონზე ქართველი შემსრულებლის, ბერას კონცერტი გაიმართება.

გუნდები ფეხბურთის მოქმედი და ვეტერანი ვარსკვლავებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებთან ერთადაც კახა კალაძემ არაერთ წარმატებას მიაღწია.

წინასწარ გამოქვეყნებული შემადგენლობების მიხედვით, "მილანის" რიგებში ითამაშებენ - ფიორი, როსი, მალდინი, პანკარო, ოდდო, სერჟინიო, ფლამინი, სიმიჩი, რუი კოშტა, ძამბროტა, როკე ჟუნიორი, კარბონე, ბობანი, გიუნტი, ამბროზინი, იბრაჰიმ ბა, ჯილარდინო, ვიერი, ინძაგი და შევჩენკო. გუნდის სიმბოლური
შემადგენლობის მწვრთნელი კი კარლო ანჩელოტი იქნება.

რაც შეეხება "კალაძის მეგობრების" შემადგენლობას, ვეტერან კაპიტანთან ერთად ითამაშებენ: სტურუა, ასათიანი, შელია, კობიაშვილი, ანდრეი გუსინი, უმიტ დავალა, მუჯირი, ცქიტიშვილი, კანავარო, ჰაკან შუკური, რებროვი, შოთა და აჩი არველაძეები, დემეტრაძე, იაშვილი და ქინქლაძე.

რაც შეეხება მწვრთნელებს, კალაძის გუნდის თავკაცები იქნებიან: ფათიჰ თერიმი და ალექსანდრე ჩივაძე.

31 მაისის შეხვედრას სტუმრის რანგში მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი და სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკური თანამდებობის პირები დაესწრებიან.

ბილეთებიდან შესული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

ასევე იხილეთ:
კახა კალაძის მატჩს ადრიანო გალიანი დაესწრება
ახრიკ ცვეიბა კალაძის მატჩზე არ იქნება - ჯერ აფხაზი ვარ, შემდეგ სპორტსმენი
თბილისში დანიელ მასარო, ფრანკო ბარეზი, ლუკა ტონი და ფერნანდო კოუტუც მოდიან
კახა კალაძემ "ბასაზე" ივარჯიშა [VIDEO]
კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბერა ივანიშვილის ორი სიმღერის პრემიერა შედგება
31 მაისის მატჩისთვის "მილანის" შემადგენლობა ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული